პარასკევი, 19 დეკემბერი, 2014

აშშ

ამერიკელი სტუდენტები ყრილობების დაწყებამდე

პარატიათა ყრილობების დაწყებამდე ამერიკელი სტუდენტები პოლიტიკას ეუფლებიან

x
  თვრამეტი წლიდან ამერიკელებს არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლიათ. თუმცა, 18 წლამდე ასაკის სტუდენტები შეერთებული შტატების პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასებში ან მშობლებისგან იღებენ. ინტერესი საპრეზიდენტო არჩევნების წელს ღვივდება, განსაკუთრებით, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების მიერ დაგეგმილი ყრილობების ფონზე. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტმა, კეროლინ პრესუტიმ ორ პროგრამას მიაკვლია, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა ამერიკელები პოლიტიკას წიგნების ნაცვლად მასში უშუალო მონაწილეობით სწავლობენ.
 
მერილენდის [სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამაში] – „გერლზ ნეიშენ”-ში კონვენციის დღეა.
 
დამამთავრებელი სკოლის ეს მოსწავლეები შესაძლოა ამერიკის ამომავალი პოლიტიკური ვარსკვლავები გახდნენ: პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად თითოეული შტატიდან ორი სტუდენტია შერჩეული, რომლებიც საკუთარი ლიდერის არჩევით იმას სწავლობენ თუ როგორ ირჩევს [ზოგადად] შეერთებული შტატები საკუთარ ლიდერებს.
 
„ჩვენი პლატფორმა ექვსი პროგრამული პუნქტისგან შედგება და ჩვენს გრძნობებსა და რწმენას ეფუძნება,” - ამბობს გრეის ფლაჰერთი ფედერალისტთა პარტიიდან.
 
„ჩვენ ყურადღებას საერთაშორისო ურთიერთობებზე ვამახვილებთ, რაც გულისხმობს სხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას,” - ამბობს რაია პატელი ნაციონალისტური პარტიიდან.
ეს იმიტირებული ორი პოლიტიკური პარტია საკუთარ კონვენციებს ესწრება და საპრეზიდენტო კანდიდატებისაგან ინფორმაციას ისმენს.
 
დელეგატები ხმას სახელმწიფო აფიშების გამოყენებით, ფარული კენჭისყრით აძლევენ.
 
„ყველამ, ვინც ხმას აძლევთ დორიანს, გთხოვთ აწიოთ თქვენი საარჩევნო ბიულეტენები.”
 
რეალურ კონვენციებზე გაცილებით მეტი ხმაურია. აქ დელეგატები დაუფარავად აძლევენ ხმას უკვე არჩეულ ნომინანტებს.
 
„გერლზ ნეიშენ”-ში სტუდენტები სწავლობენ იმით, რომ პოლიტიკური სისტემის ნაწილს წარმოადგენენ და არა მხოლოდ დამკვირვებლებს. ეს ტექნიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენება. აქ, რიჩმონდში, პოლიტიკოსები ახალგაზრდა ლიდერებს ვირჯინიის გენერალურ ასამბლეაში ასწავლიან. დევიდ მილსი შტატის დემოკრატიულ პარტიას ხელმძღვანელობს.
 
„თუ გსურთ, კენჭი იყაროთ, გირჩევთ, თუ შეგიძლიათ, ცოტა დაიცადოთ,” - ამბობს დევიდ მილსი.
 
კენ კუჩინელი ვირჯინიის რესპუბლიკელი გენერალური პროკურორია.
 
„ყველაზე რთული იმ ადამიანებთან ბრძოლაა, რომლებსაც საკუთარ მეგობრებად და პარტნიორებად მოიაზრებ,” - ამბობს კუჩინელი. 
 
სხვა პოლიტიკურ უნარ-ჩვევებთან ერთად, სტუდენტები იმასაც სწავლობენ, თუ როგორ მიაწვდინონ ხმა ამომრჩევლებს საფოსტო კამპანიების საშუალებით.
 
„როგორ შეგვიძლია ვიყოთ ერთდროულად შემოქმედებითები და სასაცილოები?”
 
დღე გუბერნატორის რეზიდენციის დათვალიერებით და სამომავლო გეგმების განხილვით სრულდება.
 
„ჩვენ, ყველა, რაიმე ფორმით, ჩართულნი უნდა ვიყოთ ჩვენივე კანონების შემუშავების პროცესში,” - ამბობს ფლეტჩერ სტეფენი, რომელიც დამამთავრებელი კლასების ბოლო კურსის სტუდენტია.
 
რა თქმა უნდა, ამ სტუდენტებიდან ყველა გუბერნატორის რეზიდენციაში არ იცხოვრებს და არც პრეზიდენტად იყრის კენჭს.
 
მაგრამ ეს პროგრამები მათ საშუალებას აძლევს, იყვნენ ინფორმირებული მოქალაქეები და აქტიური ამომრჩევლები, რომელთაც ესმით დემოკრატიული პროცესი.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.

No records found for this widget:3211

Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 დეკემბერი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: საწვავზე ფასები დრამატულად დავარდა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამ პროცესმა შეიძლება ეკონომიკას დიდი უარყოფითი შედეგები მოუტანოს; ბულინგი სკოლებში დიდ პრობლემას წარმოადგენს. მერილენდის ერთ-ერთმა სკოლამ ძალადობის ამ ფორმის წინააღმდეგ უნიკალური პროგრამა შეიმუშავა...

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.