ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ნატოში ინტეგრაციის შესახებ. ასე უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელიზაბეთ ტრუდომ ჟურნალისტის კითხვას, იმის შესახებ იგეგმება თუ არა ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოს პროგრესის აღიარება.

ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში დღეს დაიწყო. მინისტერიალზე გადაწყდება, დაიწყებს თუ ალიანსი მოლაპარაკებებს მონტენეგროსთან, ამ ქვეყნის ალიანსში მიწვევის შესახებ.

XS
SM
MD
LG