ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთად დავამარცხოთ აივ ინფექცია


მსოფლიოში 34 მილიონი ადამიანი შიდსის მატარებელია

მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით რვა მილიონი ადამიანი ანტირეტროვირუსულ თერაპიას მიმართავს. ამ კატეგორიას აივ ვირუსით ინფიცირებული ადამიანები წარმოადგენენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გაეროს შიდსთან ბრძოლის პროგრამამ სპეციალური ანგარიშიც გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, რომელსაც „ერთად დავამარცხოთ აივ ინფექცია“ ეწოდება, 34 მილიონი ადამიანი შიდსის მატარებლია. ამ რიცხვს, გასულ წელს, კიდევ 2.5 მილიონი პაციენტი დაემატა.

მიშელ სიდიბე გაეროს შიდსთან ბრძოლის პროგრამის ხელმძღვანელია:

„პირადად მე მჯერა, რომ აივ ინფექციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ახალი ეპოქა დაიწყო. თუმცა ამ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი პაციენტების ერთუსლოვნება და ნებისყოფაა, რათა მკურნალობა ეფექტურად წარიმართოს.“

მიშელ სიდიბე იმასაც დასძენს, რომ დაავადებასთან საბრძოლველად მსოფლიოს ქვეყნებმა პასუხიმგებლობა თანაბრად უნდა გაინაწილონ. გასულ წელს შიდსთან ბრძოლის პროგრამებისათვის, დაახლოებით, 17 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. დაფინანსების უმეტესი ნაწილი შიდსის შესამსუბუქებლად შექმნილი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგანგებო გეგმიდან მომდინარეობს, რომელსაც სხვანაირად „პეპფარი“ ეწოდება. ამ მხრივ, ასევე, გამოირჩევა „შიდსთან ბრძოლის გლობალური ფონდიც.“

მიუხედავად ამისა, ბევრმა ქვეყანამ უკვე საკუთარი ინვესტიციების ხარჯზე გადაწყვიტა დაავდებასთან ბრძოლა. თუმცა, გასაკეთებილი ჯერ კიდევ ბევრია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, დაავადებასთან ეფექტური ბრძოლისათვის განვითარებად ქვეყნებში სრული სამოქმედო გეგმა უნდა შეიქმნას:

„ჩვენთვის ცნობილია, რომ ბევრ ქვეყანაში სტიგმა და დისკრიმინაცია აივ ინფიცირებულთა მისამართით ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია. ასევე, უნდა შემცირდეს სხეულით მოვაჭრე ადამიანებისა და ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობაც, რაც მნიშვნელოვანია დაავადების გავრცელების აღმოსაფხვრელად,“ - ამბობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი, გოტფირდ ჰირშალი.

შიდსთან ბრძოლოს მეორე უმთავრესი პირობა ადრეული მკურნალობის დაწყებაა. ბატონი ჰირშალის თქმით, ექიმები პაციენტებს გამოკვლევებისა და მკურნალობის დაუყონებლივ დაწყებას ურჩევენ:

„თუ დროულად მიხვალთ ექიმთან, გაცილებით მეტი იქნება განკურნების შანსი. ამგვარი ტენდენცია შეერთებულ შტატებში უკვე შეინიშნება.“

სპეციალისტების ინფორმაციით, აივ ინფექციის საწინააღმდეგოდ შექმნილი პრეპარატი არამარტო შიდსით დაავადებულებს დაეხმარება, არამედ ვირუსის გავრცელების ფაქტორებს ჯანმრთელ ადამიანებშიც შეამცირებს.
XS
SM
MD
LG