ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთში სავარაუდოდ ტერორისტები დააპატიმრეს


დაკავებულებს ბრალად ედებათ ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვა

ესპანეთის ხელისუფლების ცნობით, მათ „ალ-ყაიდას“ წევრობაში ეჭვმიტანილი სამი პიროვნება დააკავეს. ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ფერნანდეს დიაზის განცხადებით, არსებობდა ცნობები იმის თაობაზე, რომ ეს პირები ესპანეთსა და ევროპის სხვა ადგილებში ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ. დაკავებულებს ბრალად ედებათ ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვა. მინისტრის განცხადებით, ნივთიერების მოცულობას და სიძლავრეს ავტობუსის აფეთქება შეეძლო. ხელისუფლების ინფორმაციით, სამი დაკავებულიდან ორი კავკასიელია, ხოლო ერთი თურქი.
XS
SM
MD
LG