სამშაბათი, 18 ივნისი, 2013

ახალი ამბები

რიგით პირველი მკვლელი მსოფლიოში - მოწევა

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის მიერ ერთად გამოწვეულ სიკვდილიანობას აღემატება.

რიგით პირველი მკვლელი მსოფლიოში - მოწევა
რიგით პირველი მკვლელი მსოფლიოში - მოწევა
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა

განვითარებად ქვეყნებში წელიწადში ხუთ მილიონ ადამანზე მეტი იღუპება თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული დაავადებებით. ამერიკის  დაავადებების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, მეცნიერებათა დოქტორი ტომას ფრიდენი ამბობს, რომ მსოფლიო ქვეყნების მხოლოდ 10 პროცენტი ეწევა სათანადო ძალისხმევას მწეველების რაოდენობის შესამცირებლად.   მისი აზრით,  ქვეყნებმა ამერიკისა და ურუგვაის მაგალითს უნდა მიბაძონ თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის წარმოებაში:

„თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი პირველი მიზეზია.  ის შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის მიერ ერთად გამოწვეულ სიკვდილიანობას აღემატება და ამ დაავადებებისგან განსხვავებით, თამბაქოთი გამოწვეული დაავადებები სტაბილურად მატულობს.

ბატონი ფრიდენის თქმით, თამბაქოს მოხმარება მსოფლიოს ერთადერთი პრობლემა არ არის. საგზაო უბედური შემთხვევების შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით მილიონი ადამიანი იღუპება მსოფლიოს მასშტაბით. ამ რაოდენობაში ფეხით მოსიარულეები და ველოსიპეტისტებიც შედიან. ბატონი ფრიდენი ამბობს:

„ამ მხრივ თუ დაუყოვნებელი ზომები არ მივიღეთ, მომავალი 20-25 წლის განმავლობაში საგზაო მოძრაობა მსოფლიოში სიკვდილანობის მთლიანი მაჩვენებლის 2 პროცენტიდან 3.5 პროცენტამდე გაიზრდება. ამით, ავტოსაგზაო შემთხვევები მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი რიგით მე-5-ე მიზეზი გახდება.“

ბატონი ფრიდენი ასევე ამბობს, სასუნთქი გზების ინფექსციური დაავადებები, მათ შორის ტუბერკულოზი, კიდევ ერთ დიდი სირთულეს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოში ერთ მილიარდ ადამიანს სუფთა დასალევ წყალზე ხელი არ მიუწვდება, ხოლო 2.5 მილიარდს კი სათანადო სანიტაცია არ აქვს.  განვითარებად ქვეყნებში ამ ორი პირობის გაუმჯობესება მხოფლიში მილიონობით ადამიანის, მათ შორის უამრავი ბავშვის  სიცოცხლეს გადაარჩენს.

„ქოლერა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ სერიოზულ ეპიდემიას წარმოადგენს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სუფთა სასმელი წყალი მილიონობით ადამიანს არ აქვს,” აცხადებს ბატონი ფრიდენი.

აფრიკაში შიდსი კვლავ ყველაზე გავრცელებული მომაკვდინებელი დაავადებაა. მისი თქმით, პრობლემის ერთი ნაწილი ის არის, რომ ხალხის ნაწილმა, არც კი იცის, რომ შიდსის გამომწვევი აივის ვირუსი აქვს:

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ხალხი, რომელმაც იცის, რომ  ინფიცირებულია, დაავადება გაავრცელოს. ამასთან, დახმარების მისაღებად ერთადერთი საშუალება ვირუსზე შემოწმებაა.“

ბატონი ფრიდენი ამბობს, რომ ზემოთ აღნიშნულთან ერთად სიმსუქნეც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. დღეს მსოფლიოში გამხდარზე მეტი ჭარბწონიანი ადამიანი ცხოვრობს. მისივე თქმით, თუ ადამიანები მოწევას თავს დაანებებენ, ჯანსაღ კვებას და ფიზიკურ ვარჯიშს მოუმატებენ, მსოფლიოში  კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა დაახლოებით ნახევრამდე შემცირდება.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.