ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატი კენჭს უყრის დროებითი ხარჯვის პროექტს


სენატის მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ, ის წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, რომელსაც კანოპროექტის დასამტკიცებლად დრო ოთხშაბათს შუაღამამდე აქვს.

ამერიკის სენატი დღეს სავარაუდოდ მხარს დაუჭერს დროებითი ხარჯვის კანონპპროექტს, რომლის მეშვეობითაც ამერიკის ფედერალური მთავრობა მუშაობას დეკემბრის შუა რიცხვებამდე გააგრძელებს.

გუშინ პალატამ პროექტს 77-ხმით 19-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. სენატის მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ, ის წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, რომელსაც კანოპროექტის დასამტკიცებლად დრო ოთხშაბათს შუაღამემდე აქვს.

ხარჯვის პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია - Planned Parenthood-ის დაფინანსებას მოიცავს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მილიონობით ქალის ჯანმრთელობის დაფინანსებას გულისხმობს. ბევრი კონსერვატორი, მათ შორის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი პროექტის დაფინანსებას მას შემდეგ ეწინააღმდეგება, რაც გავრცელებულ ჩანაწერში სავარაუდოდ ორგანიზაციის წარმომადგენელი აბორტის შემდეგ ჩანასახის ქსოვილის გაყიდვაზე საუბრობდა. პრეზიდენტმა ობამამ პირობა დადო, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, თუ ის ორგაზაციას არ დააფინანსებს.

ფედერალური მთავრობის დახურვის თავიდან აცილებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სენატის რესპუბლიკელმა სპიკერმა ჯონ ბინერმა, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ ოქტომბრის ბოლოს დაკავებული თანამდებობიდან გადადგება.

XS
SM
MD
LG