ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯერი სანდასკი დამნაშავეა


68 წლის მწვრთნელს 10 ახალგაზრდა სპორტსმენის სქესობრივ ძალადობაში ადანაშაულებენ

ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი დასრულდა. ნაფიცმა მსაჯულებმა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდის მწვრთნელი, ჯერი სანდასკი 48 ბრალდებიდან 45-ში დამნაშავედ სცნეს.

მათი გადაწყვეტილება 21-საათიანი დახურული სხდომის შემდეგ გამოცხადდა. 68 წლის მწვრთნელს 10 ახალგაზრდა სპორტსმენის სქესობრივ ძალადობაში ადანაშაულებენ. სანდასკიმ პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა. პენსილვანიის ქალაქ ბელაფონტეს სასამართლოს შენობიდან ის ბორკილებით გამოიყვანეს და პირდაპირ ციხეში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG