ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ფუსი რაიოთი“ განაჩენს გააპროტესტებს


პანკჯგუფის წევრ ქალებს ხულიგნობისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პარასკევს რუსული პანკჯგუფის „ფუსი რაიოთის“ წევრ ქალებს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მათ ბრალი დაედოთ ხულიგნობაში, რისი მიზეზიც რუსული ეკლესიაში გამოხატული პროტესტი გახდა.

განაჩენის გამოტანის დღეს პანკჯგუფის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა მოსკოვში და მსოფლიოს სხვა ქალაქებში, მათ შორის არამედ პარიზში, ნიუ-იორკში და ლონდონში. ბენდის წევრები მარტში დააპატიმრეს, როდესაც მათ მოსკოვის კათედრალურ ტაძარში პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო პერფომანსი გამართეს.

„ფუსი რაიოთის“ წევრები სასამართლოს განაჩენის გაპროტესტებას აპირებენ.
XS
SM
MD
LG