ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტიტერორისტული ოპერაციის მოლოდინში


დონეცკის მოსახლეობას პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ დაგეგმილი ანტიტერორისტული ოპერაცია აშფოთებს

დონეცკში ორი სამთავრობო შენობის დაკავების შემდეგ პრო რუსმა აქტივისტებმა ქუჩებში რამდენიმე აქცია გამართეს.

იულია სადანი ერთერთ კაფეში მიმტანად მუშაობს და ამბობს, რომ ამჟამად ქალაქის მოსახლეობა ცხოვრების ნორმალურ რიტმს უბრუნდება:

„როდესაც საპორტესტო სვლები იმართებოდა ქალაქის მთავარი ქუჩა გადაკეტილი იყო. ამიტომაც კაფეში ნაკლები ხალხი შემოდიოდა. ახლა ქალაქი მიწყნარდა და ხალხიც ქუჩებში გამოვიდა. თან ძალიან თბილი და სასიამოვნო ამინდია.“

დონეცკში მდებარე რუსული ბანკის შენობის თავზე დღეს უკრაინული დროშა ფრიალებს, თუმცა როგორც ამბობენ, მას მალე სამფერა რუსული დროშა შეცვლის.

დონეცკელები ლენინის მოედანზე, იქ სადაც სულ ცოტა ხნის წინ ანტიუკრაინული აქციები იმართებოდა, ბავშვებს ველოსიპედით ასეირნებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში სიტუაცია დარეგულირდა, მოსახლეობას მთავრობის მიერ პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ დაგეგმილი ანტიტერორისტული ოპერაცია მაინც აშინებს.

ვლადიმირ ზოსიმოვს მიაჩნია, რომ უკრაინის მთავრობამ უფრო მეტი დრო მოლაპარაკებებს უნდა დაუთმოს:

„ძალიან ცუდია, რომ დიალოგი არ შედგა. ამით სიტუაცია მეტად დამძიმდება და შეიძლება მსხვერპლის მოწმეც გავხდეთ.“

თუმცა ბევრი დონეცკელი და მათ შორის ვიტალი ფიქრობს, რომ ახლა მოქმედების დროა:

„დონეცკელების უმეტესობა ელოდება, რომ მთავრობა სტაბილიზაციისთვის მეტ გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს. ის,რაც ახლა ხდება, ჩვენთვის მიუღებელია.“

დონეცკის მცხოვრებლებს ყველაზე მეტად მშვიდობა და სიწყნარე სურთ. თუ რა გზით მიიაღწევს მთავრობა ამ მიზანს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.
XS
SM
MD
LG