შაბათი, 25 მაისი, 2013

ევროპა

„ფუსი რაიოთს“ თანადგომას უცხადებენ

ტაძრის საკურთხეველზე ანტიპუტინისტური პროტესტის მონაწილეები ორწლიანი პატიმრობით დასაჯეს

x
ტექსტის ზომა - +
"ამერიკის ხმა"
მოსკოვში ხულიგნობის ბრალდებით სამი პანკ-მუსიკოსისთვის  განაჩენის გამოტანამ რუსეთში მართლმადიდებელი ეკლესიის ძლიერი გავლენა დაადასტუირა. ამავე დროს, ზიანი მიაყენა მსოფლიოში რუსეთის იმიჯს და და გამოიწვია საკმაოდ მძაფრი რეაქცია. როგორც ცნობილია, პანკმუსიკოსები მოსკოვის საკათედრო ტაძარში საპროტესტო პერფომანსისთვის დააკავეს. პარასკევს პანკჯგუფის „ფუსი რაიოთის“ წევრ ქალებს  ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რას ფიქრობენ ამ საკითხზე დასავლელი ექპერტები? დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი რიზვან საიდი ლონდონიდან არკვევდა.
ჯეიმს ნიქსი საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ანალიტიკოსია. ეს ორგანიზაცია ასევე „ჩეთემ ჰაუზის“ სახელითაც არის ცნობილი. ის სიტყვის თავისუფლების რუსულ სტილზე საუბრობს. 

„კრიტიკა დაშვებულია. თუმცა, როდესაც ეს კრიტიკა ფართო მასშტაბს იძენს და ძალიან პირადი ხდება, მაშინ აღარ არის დაშვებული. განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ეს კრიტიკა პრეზიდენტს ეხება, მაგალითად მის სიმდიდრეს ან კორუფციულ ასპექტებს, თუნდაც რეჟიმის კრიმინალურ მხარეს. ამდენად, აქ უკვე ლიმიტებია დაწესებული,“ - ამბობს ჯეიმს ნიქსი.

მისი თქმით, რუსეთი ვალდიმირ პუტინის პრეზიდენტობის წყალობით, საბჭოთა სტილის მმართველობას უბრუნდება.

„ის ხელისუფლებაში 13 წელი იყო. რუსეთი რეალურად არ შეცვლილა, არ გამხდარა პლურალისტური საზოგადოება და დასავლეთის ნაწილი და გარკვეულწილად ის დაბრუნდა უკან საბჭოთა კავშირში. ის ქმნის საკუთარ სტრუქტურას პოსტ-საბჭოთა სივრცეში. პუტინის იდეა ევრაზიული კავშირია, რაც ბევრის აზრით საბჭოთა კავშირის გაგრძელებაა,“ - ამბობს ნიქსი.

რუსული პანკ-ჯგუფის „ფუსი რაიოთის“ წევრებს ორი წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მათ ექვსი თვის წინ მოსკოვის საკათედრო ტაძრის საკურთხეველთან ანტიპუტინისტური პერფრიომანსი დადგეს. მოსამართლემ ეს შეაფასა ხულიგნობად, სადაც გადამეტებული იყო პროტესტის ფორმები, და რითაც დაირღვა  საზოგადოებრივი წესრიგი და ასევე შეურაცხყოფა მიაყენეს რელიგიურ გრძნობებს.

„ფუსი რაიოთელები“ ამბობენ, რომ მათ სურდათ პრეზიდენტ პუტინის და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მჭიდრო კავშირის დემონსტრირება.
სუზან ლარსენი კემბრიჯის უნივერსიტეტში რუსულ კულტურას ასწავლის. ის ფიქრობს, რომ რუსეთის მთავრობა ეკლესიასთან ერთად ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობს.

„რასაც ჩვენ პუტინოკრატიას ვუწოდებთ კანონებს ძალაუფლების განსამტკიცებლად ირგებს. ამ პოლიტიკის ნაწილი კი რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ალიანსია,“ - ამბობს სუზან ლარსენი.

თუმცა, „ფუსი რაიოთელებს“ რუსეთში ბევრი აკრიტიკებს. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ პანკჯგუფის წევრებმა რუსულ ეკლესიას შეუარცხყოფა მიაყენეს და ისინი უნდა დაისაჯონ. მოსკოვში „ფუსი რაიოთელების“ გასამართლების დღეს, სასამართლოსთან პანკჯგუფის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა. ამგვარი აქციები არა მარტო მოსკოვში, არამედ პარიზში, ბელგრადში, ბერლინში, სოფიაში, ლონდონში, დუბლინსა და ბარსელონაშიც მოეწყო.  „ფუსი რაიოთს“ თანადგომა გამოუცხადეს მომღერლებმა პოლ მაკარტნიმ დ მადონამ.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013

ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013 გადაცემაში ნახავთ: -სტუმარი: მაიკლ ჩეჩირე, ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტიდან, რომელიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს -გამანადგურებელი ტორნადო ამერიკაში და სტიქიის შედეგები -"ფლამენკოს" ხელოვნება ლოს ანჯელესში -ნიუ იორკში ფრანგი მხატვარი ახალ აწყობს


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.