ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში რუსეთის წინააღმდეგ კანონპროექტი შევა


გავლენიანი ამერიკელი სენატორი ჯონ კერი აცხადებს, რომ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი უნდა შეიტანოს, რომელიც რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. ლაპარაკია იმ ოფიციალურ პირებზე, რომლებსაც სერგეი მაგნიტსკის გახმაურებულ და ტრაგიკულ სიკვდილში მიუძღვით წვლილი.

კანონი, დამტკიცების შემთხვევაში, აკრძალავს ამ პირებზე ვიზების გაცემას და ყადაღას დაადებს მათ ქონებას ამერიკაში.

კიდევ ერთმა გავლენიანმა სენატორმა ბენ კარდინმა მაგნიტსკის საქმის გამო კანონპროექტის სპონსორობის სურვილი ჯერ კიდევ შარშან გამოთქვა, თუმცა ამ ინიციატივის მხარდასაჭერად სენატს დამატებითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

ამერიკის ახალი ელჩი რუსეთში მაიქლ მაკფოლი ამბობს, რომ ანალოგიური კანონმდებლობა საჭირო არ არის, რადგან მაგნიტსკის საქმეში მონაწილე ოფიციალური პირების წინააღმდეგ უკვე მოქმედებს ამერიკული სანქციები.

XS
SM
MD
LG