ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრორუსული ძალები უკრაინის მთავრობის გადადგომას ითხოვენ


ქალაქ სლავიანსკის მერიის შენობას შეიარაღებული პრორუსული ძალები იცავენ
ქალაქ სლავიანსკის მერიის შენობას შეიარაღებული პრორუსული ძალები იცავენ
პრო-რუსული შეიარაღებული დაჯგუფებები აღმოსავლეთ უკრაინაში სამთავრობო შენობებს კვლავ იკავებენ მას შემდეგაც, რაც მოსკოვსა და კიევს შორის შეთანხმება მოხდა ვითარების დეესკალაციის შესახებ.

მეამბოხეთა ლიდერი დენის პუშილინი აცხადებს, რომ ის არ ემორჩილება მიღწეულ შეთანხმებას და შენობებს მხოლოდ მას შემდეგ გააათავისუფლებს, რაც უკრაინის მთავრობა გადადგება.

აღნიშნული შეთანხმების თანახმად, რომელიც უკრაინას, რუსეთს, ამერიკასა და ევროკავშირს შორის იქნა მიღწეული, უნდა მოხდეს ყველა სამთავრობო შენობის ევაკუაცია და შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღება.

შეთანხმება რამდენიმე კონტკრეტულ ნაბიჯს ითვალისწინებს, თუმცა დასავლეთის დიპლომატების ნაწილი სკეპტიკურად აფასებს რუსეთის მიერ შეთანხმების შესრულების ალბათობას.

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს ამზადებს იმ შემთხვევაში თუ მოსკოვმა სიტუაციის დეესკალაცია არ დაიწყო:

„ევროპელ მოკავშირეებთან მოქმედებების კოორდინაციას ვეწევით. იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას რეალური ნაბიჯები მოჰყვება, თუმცა წარსული მოქმედებებიდან გამომდინარე ამის იმედი არ უნდა გვქონდეს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთის მხრიდან ხელის შემშლელ მოქმედებებზე რეაგირების გასაკეთებლად.“
XS
SM
MD
LG