ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბულობა გრძელდება


თურქეთის პრეზიდენტი უარყოფს რუსეთის ბრალდებას იმის შესახებ, რომ ნავთობს და გაზს დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსგან ყიდულობს. რეჯებ ტაიპ ერდოღანი ბრალდებების განმარტებას და მათ დასაბუთებას მოითხოვს.

მოსკოვი და ანკარა ურთიერთბრალდებების წაყენებას აგრძელებენ. თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი უარყოფს რუსეთის ბრალდებას იმის შესახებ, რომ ნავთობს დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსგან ყიდულობს. პარალელურად, რუსეთი აცხადებს, რომ თურქული კვების პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვებს ამკაცრებს.

კრემლის პრეს-სპიკერის განმარტებით, მოსკოვი თურქეთს ემბარგოს არ უწესებს, მაგრამ ახალი შეზღუდვები “სხვადასხვა მოსაზრებებით” არის განპირობებული, მათ შორის “ექსტრემიზმის” საფრთხით. დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, თურქეთმა ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის ინციდენტათნ დაკავშირებით ფორმალური ბოდიში უნდა მოიხადოს.

დღესვე, ანკარის ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ბრძოლა ისლამისტ ჯიჰადისტებთან საკამათო არ არის. თურქეთის პრეზიდენტი ნავთობის და გაზის შესყიდვასთან დაკავშირებული ბრალდებების განმარტებას და მათ დასაბუთებას მოითხოვს. ერდოღანის თქმით, თურქეთი საგანგებო ზომებს იღებს იმისთვის, რომ მის საზღვრებზე ნავთობის უკანონო გაყიდვა არ მოხდეს, რაც დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსთვის შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG