კვირა, 02 აგვისტო, 2015

მეცნიერება და ტექნოლოგიები

რადიაცია - რუსული ხომალდის მარცხის მიზეზი

რადიაცია - რუსული ხომალდის მარცხის მიზეზი
რადიაცია - რუსული ხომალდის მარცხის მიზეზი

რუსეთის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, პლანეტა მარსის გამოკვლევის მისია კოსმოსში რადიაციის  გავრცელებამ ჩაშალა. უპილოტო კოსმოსური ხომალდი მარსის გამოსაკვლევად ნოემბერში გაუშვეს და მის მიზანს მარსის ზედაპირის და ნიადაგის შესწავლა წარმოადგენდა. თუმცა მისია დედამიწის ორბიტაზევე შეფერხდა და ხომალდი 15 იანვარს წყნარ ოკეანეში ჩავარდა. თავდაპირველად რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი ვლადიმირ პოპოვკინი აცხადებდა, რომ მისიის ჩავარდნა უცხოურმა საბოტაჟმა გამოიწვია. თუმცა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მარცხის  მიზეზი კოსმოსში გავრცელებული რადიაცია იყო, რამაც ხომალდის აპარატურა მწყობრიდან გამოიყვანა.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს 2 აგვისტო, 2015

იაპონელები ოკინავას კუნძულზე ამერიკული ბაზის გაფართოებას ეწინააღმდეგებიან; 50 წლის წინ მიტოვებული მიწისქვეშა გვირაბები მალე შეიძლება ვაშინგტონის კულტურულ ცენტრად იქცეს; დარჩით ჩვენთან და გაიგეთ რა მარტივი მეთოდით შეიძლება სტრესის და დაძაბულობის მოხსნა.

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.