ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომნი და რაიანი საარჩევნო კამპანიას აგრძელებენ


Republican presidential candidate, former Massachusetts Governor Mitt Romney, and vice presidential running mate Rep. Paul Ryan, R-Wisconsin, shake hands as they part ways at the airport, August 12, 2012 in Milwaukee. (AP)
Republican presidential candidate, former Massachusetts Governor Mitt Romney, and vice presidential running mate Rep. Paul Ryan, R-Wisconsin, shake hands as they part ways at the airport, August 12, 2012 in Milwaukee. (AP)

რესპუბლიკელ მიტ რომნის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯონ მაქეინმაც მოუწონა.

ამერიკელი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი და მისი ვიცე პრეზიდენტობის ნომინანტი, ვოსკონსინის შტატის კონგრესმენი, პოლ რაიანი დღეს ორი გადამწყვეტი მნიშვნელობის შტატში ცალ-ცალკე შეხვდება ამომრჩეველს.

მიტ რომნი ფლორიდაში მიიღებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას, რაიანი კი აიოვაში ჩავა.

ორივე მათგანი გუშინ ჩრდილოეთ კაროლინასა და რაიანის მშობლიურ ვისკონსინში იმყოფებოდა. ჩრდილოეთ კაროლინაში, ისევე როგორც ვისკონსინის შტატში მიღებულ ხმებს, თეთრი სახლისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი იმედოვნებს, რომ პოლ რაიანის მოღვაწეობა კონგრესში და მისი დეფიციტის აღმოფხვრისკენ მიმართული ინიციატივები მეტი კონსერვატიულად განწყობილი ამერიკელის მიმხრობას შეძლებს.

ამერიკის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯონ მაკეინმა მიტ რომნის არჩევანი მოუწონა.

მაკეინის თქმით, პოლ რაიანის საბიუჯეტო საკითხების ცოდნა განსაკუთრებული პლიუსია. მომავალ არჩევნებში, ამომრჩეველი ეკონომიკის მდგომარეობითა და დასაქმების ბაზარზე არსებული სიტუაციით გააკეთებს არჩევანს და არავინ იცის ეს საკითხები უფრო კარგად, ვიდრე პოლ რაიანმა - აცხადებს მაკკეინი.
XS
SM
MD
LG