სამშაბათი, 21 მაისი, 2013

აშშ

რომნი კამპანიისას ჩინეთზე საუბრობს

კამპანიის დროს, რომნიმ ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილა, რამაც უახლოეს პერიოდში ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების გადასინჯვა განაპირობა.

U.S. Republican presidential candidate Mitt Romney speaks during a campaign stop in St. Augustine, Florida August 13, 2012. U.S. Republican presidential candidate Mitt Romney speaks during a campaign stop in St. Augustine, Florida August 13, 2012.
x
U.S. Republican presidential candidate Mitt Romney speaks during a campaign stop in St. Augustine, Florida August 13, 2012.
U.S. Republican presidential candidate Mitt Romney speaks during a campaign stop in St. Augustine, Florida August 13, 2012.
ტექსტის ზომა - +
შეერთებული შტატების რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი ჩინეთთან მკაცრ საუბრებს აგრძელებს და პეკინის მიერ მთვარეზე უპილოტო რაკეტის გაშვების გეგმას რამდენიმეჯერ ირონიით მოიხსენია.
 
ფლორიდაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, რომნიმ ამერიკის ოლიმპიური გუნდის წარმატებით დაიტრაბახა. შეერთებულმა შტატებმა მეორე ადგილზე მყოფ ჩინეთს 16 მედლით გაუსწრო.
 
„[ამერიკა] დედამიწაზე კვლავაც ყველაზე დიადი სახელმწიფოა. ვიცი, არიან ადამიანები, რომლებიც ამერიკას ყოველთვის აკრიტიკებენ, რომელთაც ყოველთვის აქვთ რაღაც ნეგატიური სათქმელი, ან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ დიდებული დღეები წარსულს ჩაბარდა. ეს აბსურდია. ახლახანს მსოფლიოში ყველაზე მეტი ოლიმპიური მედალი მოვიპოვეთ. თქვენ, ასევე ნახეთ, რომ ცოტა ხნის წინ [ჩვენი საფრენი აპარატი] მარსზე დაეშვა, რამაც  კარგად დაგვანახა, თუ რა ხდება იქ. ვიცი, რომ ჩინეთი მთვარეზე გამგზავრებას გეგმავს. ვიმედოვნებ, რომ მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ. ასევე, იმედი მაქვს, რომ იმ ადგილზე შეყოვდებიან, სადაც ჩვენი დროშა 43 წლის წინ აღიმართა,” - განაცხადა რომნიმ.
 
კამპანიის დროს, რომნიმ ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილა, რამაც უახლოეს პერიოდში ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების გადასინჯვა განაპირობა. მათ შორისაა უთანხმოება ვაჭრობის, ინტელექტუალური საკუთრებისა და ვალუტის ღირებულების თაობაზე.
 
ჩინეთმა ამ განცხადებებს უპასუხისმგებლო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და ვარაუდი გამოთქვა, რომ შექმნილმა ვითარებამ, შესაძლოა, მსოფლიოს ორ უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყანას შორის ურთიერთობები დააზიანოს.
 
რომნის მხრიდან რამდენჯერმე გაისმა მუქარა იმის თაობაზე, რომ ჩინეთი ვალუტის მანიპულატორად წარმოაჩინოს და მისი [პრეზიდენტად] არჩევის შემთხვევაში სანქციები დაუწესოს მას. 13 აგვისტოს გამოსვლაში მან მსგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთა.
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 4 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში იხილავთ: როგორ გამოასწორეს ამერიკაში საჰაერო დისპეჩერების რაოდენობის შემცირების პრობლემა? 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი ურბანულ ტერიტორიაზე იცხოვრებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანების გამოკვება და მართლა შესაძლებელია თუ არა ასფალტზე მოსავლის მოყვანა? უდიპლომო სტუდენტები, რომლებმაც ინტერნეტი შეცვალეს. გუგლის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა დღეს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაშია.