პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2014

ხელოვნება

პომპეის ექსპოზიცია ნიუ იორკში

პომპეის ექსპოზიცია ნიუ იორკში
პომპეის ექსპოზიცია ნიუ იორკში
ვაშინგტონი

დისქავერის მუზეუმი მანჰეტენის ცენტრში, თაიმ სქვერზე მდებარეობს. მუზეუმი რიგითი საგამოფენო დარბაზებისგან იმით გამოირჩევა, რომ ჩვეულ ექსპოზიციასთან ერთად ცდილობს მნახველს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს ხელოვანის თუ მისი ნამუშევრის შესახებ და შეძლებისდაგვარად განაცდევინოს ის ემოციაც, რომელიც ამა თუ იმ მოვლენას თან ახლდა.

პომპეის ექსპოზიცია ისეა შერჩეული, რომ სტუმარს ქალაქის ცხოვრებაზე წარმოდგენა ვეზუვის ამოფრქვევამდე და მის შემდეგაც შეექმნას. აქ გამოფენის დათვალიერებამდე ფართო ეკრანზე მოკლემეტრაჟიან ფილმსაც ნახავთ, რომელიც საკმოდ ინფორმატიულია და ვიზუალური ეფექტების საშუალებით ემოციურ განწყობასაც  წინასწარ გიქმნით.

24 აგვისტოს ცხელი დილა პომპეელებისთვის არაფრით გამოირჩეოდა ზაფხულის  ჩვეული მზიანი დღეებისგან. უკვე შუადღეზე კი მიწა წარმოუდგენელი სიძლიერით  ირყეოდა და ვულკანური მტვრის სქელი ღრუბელი სრულად ფარავდა მზეს და ცას. მოგვიანებით მომწამლავი კვამლი, მომაკვდინებელი სიცხე და ბოლოს - ცეცხლის ალი მოედო ქალაქს. ერთი დღე-ღამის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვის ულამაზესი საპორტო ქალაქი მტვრად და ფერფლად იქცა. მეორე დღეს წამოსულმა წვიმამ კი ფერფლი  ცემენტად აქცია და ორიათასი წლის წინანდელი რომაული დილა სამუდამოდ შემოუნახა კაცობრიობის ისტორიას.

„იმ დროისთვის ეს წარმოუდგენელი მასშტაბის ტრაგედია იყო. ბედის ირონიით პომპეი სწორედ ამ ტრაგედიამ გადაურჩინა მსოფლიო ისტორიას და ხელოვნებას.  სხვაგვარად ორი ათასი წლის წინანდელი ცხოვრების ამ საუცხოო სურათს ვერაფრით აღვიდგენდით“. - ამბობს კრისტინ რომეი, გამოფენის კურატორის კონსულტანტი.

ის აღნიშნავს, რომ ანტიკური ხანის გამოფენებს, როგორც წესი, ადამიანური ელემენტი აკლია. პომპეის ექსპოზიცია კი სრულიად საპირისპირო ემოციას იწვევს: ის ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების და ტრაგედიის ფონზე წარმოგვიდგენს რომაული ხელოვნების ნიმუშებს.  გამოფენაზე წარმოდგენილია ულამაზესი  მოზაიკა, სკულპტურა, ფრესკები, თიხის ნამუშევრები, სამკაულები. მნახველთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მაშინდელი მრგვალი ფორმის პური, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს ახლა გამოიღეს ღუმელიდან. ამ დროს კი ქვაზე მაგარია. წარმოუდგენლად კარგად შენახული ნივთებია. დაუჯერებელი სანახაობაა, ამბობს ქალბატონი რომეი.

მნახველები გაოცებას ვერ მალავენ გემოვნებიანი და ესთეტური ნამუშევრების დათვალიერებისას. ძველ რომში სილამაზე იმდენად კულტივირებული იყო, რომ არა მხოლოდ მდიდართა სახლებში, არამედ მოსამსახურეთა უბანშიც კი მოზაიკური ფრესკები და მოხატული კედლები გვხვდება, ამბობს გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჯუდით ჰარისი.

დახვეწილი გემოვნებით შეზავებული ფერები მოულოდნელად წყდება და შემდეგ დარბაზში ყველა ექსპონატი მოთეთრო-მოჭუჭყისფრო ტონებში გადადის. ემოციურ  დატვირთვას ისიც აძლიერებს, რომ ეს ოთახები უფრო ჩაბნელებულია, ვიდრე დანარჩენი სხვა. აქ პომპეიში დაღუპული ადამიანების და ცხოველების ვულკანურ ფერფლში გაქვავებული გვამებია წარმოდგენილი. 20 ათასიან ქალაქში მხოლოდ ათას ასი მსგავსი ფიგურა ან ნაკვალევი იპოვეს. მათ შორის არიან ჩახუტებული შეყვარებულები, წაქცეული ბავშვები, მიჯაჭვული მონები, ძაღლები...

„აქ ძალაუნებურად გიჩნდება კითხვა, რომელზეც ისტორიკოსებს ზუსტი პასუხი არ აქვთ. ვინ გადარჩა? როგორ? და თუ გაქცევის საშუალება იყო, რატომ დარჩა ამდენი ხალხი ქალაქში?“ - ამბობს ქალბატონი რომეი.

გამოფენის კურატორი იტალიის მთავრობაა და შემოსავლის დიდი ნაწილიც  ექსპონატების მოვლას და შენახვას მოხმარდება. დღეს ვულკან ვეზუვის მიდამოებში ყოფილი პომპეის ტერიტორიაზე სამ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ვეზუვი ახლაც  მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მოქმედ ვულკანად ითვლება. მისი უკანასკნელი აქტიურობა 1944 წელს დაფიქსირდა.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.

No records found for this widget:3211

Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 19 ოქტომბერი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ქარიშხალი, რომელმაც დედამიწაზე ელექტრო ენერგია შეიძლება 2 წლით გათიშოს - ვართ თუ არა მზად სოლარული სუპერსტორმისთვის; ნორვეგია 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლების კონკურსს გაეთიშა. რომელი ორი კანდიდატი დარჩა კონკურსში?


ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.