შაბათი, 25 მაისი, 2013

აშშ

პანეტა ირანის ქმედებით შეშფოთებულია

ვაშინგტონი სირიაში არასაფრენი ზონის შექმნას არ განიხილავს

 Defense Secretary Leon Panetta is interviewed by The Associated Press at the Pentagon, August 13, 2012. Defense Secretary Leon Panetta is interviewed by The Associated Press at the Pentagon, August 13, 2012.
x
 Defense Secretary Leon Panetta is interviewed by The Associated Press at the Pentagon, August 13, 2012.
Defense Secretary Leon Panetta is interviewed by The Associated Press at the Pentagon, August 13, 2012.
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა
გუშინ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ვაშინგტონი სირიაში არასაფრენი ზონის გამოცხადებას არ განიხილავს. ამავდროულდ, მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს სირიელი დევნილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და მონიტორინგს გაუწევს სირიის ქიმიური იარაღის საწყობებს.
 
„რაც შეეხება არასაფრენ ზონას, ეს არის საკითხი, რაც ჩვენს მიერ წინა პლანზე არ განიხილება,“- განაცხადა პანეტამ.

ამავე დროს, ამერიკის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა გენერალმა მარტინ დემპსიმ განაცხადა, რომ არასაფრენი ზონის დაწესებას შესაძლოა თურქეთი და იორდანია განიხილავდნენ.
 
„ჩვენ ვსაუბრობთ იორდანიელებთან და თურქებთან და ისინი დაინტერესებულნი არიან იმ მოვლენებით, რაც შესაძლოა მათ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ორივეს სურს უსაფრთხო ცის შექმნა.  თუმცა, ჩვენ ცალმხრავად არ ვაპირებთ მოქმედებას,“ - განაცხადა დემპსიმ.

ამავდროულად ლეონ პანეტამ შეშფოთება გამოთქვა სირიაში ირანის მზარდი გავლენის გამო. მისი თქმით, ირანელები სირიაში წვრთნიან და ამარაგებენ იმ საბრძოლო დანაყოფებს,  რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარეს იბრძვიან.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013

ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013 გადაცემაში ნახავთ: -სტუმარი: მაიკლ ჩეჩირე, ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტიდან, რომელიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს -გამანადგურებელი ტორნადო ამერიკაში და სტიქიის შედეგები -"ფლამენკოს" ხელოვნება ლოს ანჯელესში -ნიუ იორკში ფრანგი მხატვარი ახალ აწყობს


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.