კვირა, 19 მაისი, 2013

აშშ

ოსკარის ნომინანტთა საზეიმო მიღება

ოსკარის ნომინანტთა საზეიმო მიღება
ოსკარის ნომინანტთა საზეიმო მიღება
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა

ამერიკის კინო-აკადემიის წლევანდელი რჩეულებისთვის მოწყობილ წვეულებაზე  ყურადღების ცენტრში გლენ ქლოუზი აღმოჩნდა. ის ფილმისათვის „ალბერტ ნობსი“ ქალის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზზეა წარდგენილი. გლენ ქლოუზის გმირი მე-19 საუკუნის ირლანდიელ ქალბატონს განასახიერებს, რომელიც ცდილობს საზოგადოებაში თავი მამაკაცად წარმოაჩინოს.

ოსკარის მეექვსე ნომინაციის მფლობელი მსახიობი ამბობს, რომ მოგებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ნომინაციაც დიდი პატივია.

ელემენტარული მათემატიკაა. თუ გავითვალისწინებთ ადამიანთა იმ რაოდენობას, რომელიც ჩვენს ორ პროფკავშირშია, ამას დავუმატებთ უმუშევარ მსახიობთა რაოდენობას და ფილმების რიცხვს, რომლებიც ყოველწლიურად გამოდის, მაშინ მიხვდებით, რაზე ვსაუბრობ. ამერიკის წლის 5 საუკეთესო მსახიობ ქალს შორის დამასახელეს, როგორ უნდა ვიყო წაგებული, არ მესმის“ - ამბობს გლენ ქლოუსი.

გარი ოლდმანიც ნომინირებულებს შორისაა და ამბობს, რომ ნერვიულობას არ აპირებს და ეცდება საკუთარი მიღწევით მაქსიმალურად ისიამოვნოს.

ჯორჯ კლუნს ორი ნომინაცია აქვს, საუკეთესო სცენარისთვის და საუკეთესო მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის. ფილმი „შთამომავლები“ მისი მონაწილეობით წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კინოსურათია.

“სათადარიგო მშობელი ვარ, თრეინინგში. ჩემი ცოლი ელისაბედი ჰოსპიტალშია და ჩემი შვილები გამოცდებს მიტარებენ“ - ამ ფრაზით ფილმში ეპიზოდებს შორის უზადო გემოვნებით აგებული კომიზმის და ტრაგიზმის აბსურდული მონაცვლეობა იწყება.

კლუნმა კინოფილმისთვის „სირიანა“ პირველი ოსკარი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ჯერ კიდევ 2005 წელს მოიპოვა და საუკეთესო სცენარისთვისაც უკვე იყო ნომინირებული.

ეს ამბავი ძალიან მახარებს. სცენარისტობისთვის უკვე მეორე ნომინაცია მაქვს. აღფრთოვანებული უფრო იმიტომ ვარ, რომ მსგავსი პროექტები ძალიან ხშირად ფურცელზე რჩება. ახლა კი უფრო თამამად შეგვეძლება განვაცხადოთ, რომ გვაქვს სცენარი და მისი განხორციელებაც რეალურია“ - ამბობს ჯორჯ კლუნი.

ოქტავია სპენსერიც ნომინანტია. წვეულებაზე მოსული ბევრი სხვა მსახიობისგან  განსხვავებით მეორეხარისხოვანი ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ის პირველად არის ნომინირებული.

პირველად ვარ მიღებაზე და თითოეული წამით სიამოვნების მიღებას ვაპირებ. ასეც ვიქცევი. ეს ღიმილი ნამდვილია“ - ამბობს ოქტავია და ბედნიერად იღიმება.

ამერიკელი კინომოყვარულები 26 თებერვალს მოუთმენლად ელოდებიან. საუკეთესო მამაკაცის და ქალის მთავარი როლის შესრულებაზე 5-5 მსახიობია ნომინირებული. საუკეთესო ფილმის პრიზზე კი -9.  კრიტიკოსების ნაწილი ამდენი ფილმის ნომინაციას იმით ხსნის, რომ წელს სერიოზული კინოსურათი არ გამოსულა, ნაწილი კი პირიქით, მიზეზად ბევრი ხარისხიანი ფილმის არსებობას ასახელებს.

ლოს ანჟელესში გამართულ საზეიმო წვეულებაზე ნომინანტების ნაწილი ვერ ჩავიდა, მაგრამ მათი უმრავლესობა 26 თებერვალს კოდაკის თეატრის წინ დაფენილ წითელ ხალიჩაზე აუცილებლად გაივლის.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 4 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში იხილავთ: როგორ გამოასწორეს ამერიკაში საჰაერო დისპეჩერების რაოდენობის შემცირების პრობლემა? 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი ურბანულ ტერიტორიაზე იცხოვრებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანების გამოკვება და მართლა შესაძლებელია თუ არა ასფალტზე მოსავლის მოყვანა? უდიპლომო სტუდენტები, რომლებმაც ინტერნეტი შეცვალეს. გუგლის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა დღეს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაშია.