პარასკევი, 24 მაისი, 2013

ახალი ამბები

148 000 000 ჯარიმა ოპოზიციის ლიდერს

ტექსტის ზომა - +
ზაზა წულაძე

მმართველი ელიტა ყველაფერს აკეთებს, რომ შემოდგომაზე დანიშნულ საპარლამენტო არჩვევნებამდე ან საერთოდ არ მიუშვას, ანაც ფინანსურად გააკოტროს მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ბიძინა ივანიშვილი - ასეთია ექსპერტთა საერთო შეფასება, მას შემდეგ რაც, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ივანიშვილის წინააღმდეგ,  ერთი დღის განმავლობაში ორი პროცესი გაიმართა და საერთო ჯამში, ოპოზიციის ლიდერი 148 მილიონი ლარით დააჯარიმეს. ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებას კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური ითხოვდა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ივანიშვილი კომპანიებს „გლობალ ტვს“-ს, „ბურჯსა“ და „ელიტა ბურჯს“ საარჩევნო მიზნებისთვის იყენებდა. „გლობალ ტვ“-ს შემთხვევაში სასამართლომ 12 410 000 ლარზე ოდნავ მეტი უკანონო შემოწირულობა დათვალა და შემდეგ ეს ციფრი ათზე გადაამრავლა. იმავე დარბაზში, ივანიშვილის კიდევ 22 მილიონი ლარით დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება ერთი საათის შემდეგ მეორე  მოსამართლემ უკვე ბურჯისა“ და „ელიტა ბურჯის“ საქმეებზე გამოიტანა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ლელა ტალიური კერძოდ ამბობენ

ეკა გიგაური: „როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაქვს ნაციონალურ მოძრაობაზე კონკრეტული ფაქტები და მივმართავთ კონტროლის პალატას ამ შემთხვევაში მათგან ეფექტური რეაგირება არ ხდება. იმისთვის, რომ საქართველოში იყოს ჯანსაღი წინაასაარჩევნო გარემო, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ თავისი ქმედებით დაამტკიცოს რომ მას არ აქვს სუბიექტური მიდგომა და ამ ქვეყანაში არ გვაქვს შერჩევითი სამართალი.“

ლელა ტალიური: „ჩვენ გავხდით მომსწრენი რომ საკმაოდ რთული, 600 გვერდიანი საქმე, ასეთი რთული დავით, როდესაც საუბარია რამოდენიმე ათეულ მილიონ ლარზე, სასამართლომ ორი სასამართლო სხდომის ფარგლებში განიხილა, რაც ბევრ კითხვას ბადებს.“

საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთმა გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად გააკოტრა საკაბელო ოპერატორი „გლობალ ტვ“, რომლის ერთ-ერთი მეპატრონეც ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილია. „გლობალ ტვ“ ერთადერთი საკაბელო ოპერატორია, რომელმაც საკუთარ პაკეტში ჩასვა ტელეკომპანია „მეცხრე არხი“. ამის გამო „გლობალთან“ ურთიერთობა გაწყვიტეს პროსახელისიფლებო ტელეარხებმა „რუსთავი2“-მა, „იმედმა“, „საქართველომ“, „მზემ“ და „ახალმა არხმა“. „გლობალი“ ბიზნესს მაინც აფართოვებდა. წარმატებული გამოდგა  მთელი საქართველოს მაშტაბით დაწყებული კამპანია, რომელიც გლობალის სატელიტური თეფშების ათწლიანი განვადებით დადგმას ითვალისწინებდა. ამ პერიოდში „გლობალის“ საქართველოს რეგიონებში გლობალის 107 ათასი თეფში დაიდგა. „გლობალს“ ყველა თეფშის დემონტაჟი ისევ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოუწევს. სასამართლომ ტელეკომპანიების „რუსთავი2“-სა და „იმედის“ სარჩელი დააკმაყოფილა, რომლებმაც „გლობალს“ ამ არხების სიგნალის უკანონო გავრცელებისთვის მარტში უჩივლეს. „გლობალის“ მეპატრონემ ამერიკის მოქალაქე  ალექსანდრე რონჟენსმა სასამართლოს  გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, იგივე გაიმეორა ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორმა კახა ბექაურმა

ალექსანდრე რონჟესი: „მე არ ვარ ქართველი, მე ვარ ამერიკის მოქალაქე. ყველაზე მეტად რასაც ჩემს ქვეყანაში ვაფასებ, არის ის, რომ დაცულია ადამიანის ძირითადი უფლებები, ის კი რასაც ახლა აქ ვხედავ, არღვევს ქართველი ხალხის უფლებებს. განვიცდი, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს, რომ დაიცვას სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება, განვიცდი იმ ფაქტსაც რომ საქართველოს მთავრობას ურჩევნია, გაანადგუროს კომპანია, ვიდრე ის განვითარდეს და წვლილი შეიტანოს ეკონომიკის განვითარებაში.“

კახა ბექაური: „ყველა კომპანიას, რომელმაც სურვილი გამოიჩინა და გადადგა ნაბიჯი მეცხრე არხთან თანამშრომლობის, ისეთ მარტივ თანამშრომლობაზეც კი როგორიც არის ყიდვა-გაყიდვა, ყველას უზარმარზარი პრობლემები შეექმნა“.

ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 148 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა 7 დღეში უნდა გადაიხადოს. ივანიშვილის ადვოკატებმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში, თუმცა ყველა დარწმუნებულია, რომ საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაინაცვლებს. აშკარაა, რომ თბილისის 27 მაისისა და 10 ივნისი ქუთაისის მიტინგების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერზე ტოტალური იერიში მიმდინარეობს. დღეს კონტროლის პალატამ საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და ასოციაცია „ატუს“ შემოწმება მოითხოვა და ფაქტობრივად ეს ორგანიზაციებიც კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ დააკავშირა, რაც კიდევ ორი მრავალმილიონიანი ჯარიმის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 4 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში იხილავთ: როგორ გამოასწორეს ამერიკაში საჰაერო დისპეჩერების რაოდენობის შემცირების პრობლემა? 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი ურბანულ ტერიტორიაზე იცხოვრებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანების გამოკვება და მართლა შესაძლებელია თუ არა ასფალტზე მოსავლის მოყვანა? უდიპლომო სტუდენტები, რომლებმაც ინტერნეტი შეცვალეს. გუგლის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა დღეს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაშია.