ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კემპინგი ოლიპიური თამაშების სანახავად


ლონდონში ოლიმპიადაზე ჩამოსული სტუმრები სასტუმროების გარდა კემპინგებშიც ჩერდებიან

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, გრინვიჩის პარკის მახლობლად, სპეციალური 10 ადგილი შეირჩა სადაც დაახლოებით ასმა ადამიანმა დროებითი ბანაკი განათავსა. ამ ტერიტორიაზე საკმაოდ საინტერესო შეხვედრები და სანახაობები ეწყობა.

ფრედ ბეიკერი და მისი მეუღლე ოლიმპიურ თამაშებზე ლონდონის გარეუბნიდან ჩამოვიდნენ. მათ საცხოვრებლად კემპინგი ამჯობინეს. ამინდის ცვალებადობის მიუხედავად, ბეიკერების ოჯახი დაბრკოლებას არ უშინდება:

„გუშინ ძლიერი ჭექა-ქუხილი იყო, რასაც საშინელი წვიმა მოჰყვა. ახლა მშვენიერი ამინდია და საოცრად მოგვწონს აქ,“ - ამბობს ფრედ ბეიკერი.

კარვების გამართვაში ოლიმპიადაზე ჩამოსულ სტუმრებს მოხალისეები ეხმარებიან. მათი დღიური გამომუშავება საშუალოდ 40 დოლარს შეადგენს. ბანაკის ორგანიზატორი ჯეოპ ვოგენი აღნიშნავს, რომ სასტუმროებში არსებული სიძვირის გამო, აქ თითქმის მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ ადამიანებს შეხვდებით. ბატონი ვოგენი იმასაც დასძენს, რომ ბანაკში სტუმრებს კომფორტის ყველა პირობა აქვთ - ცხელი წყალი, ბარი და 24 საათიანი დაცვის სისტემა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ სტუმრები ოლიმპიური თამაშების ეპიცენტრში ცხოვრობენ.
XS
SM
MD
LG