შაბათი, 25 მაისი, 2013

ახალი ამბები

ობამა და რომნი

პრეზიდენტი საკუთარი ამომრჩევლის გამხნევებას ცდილობს

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა
გაზეთმა „ნიუ იორკ თაიმსმა“ და ტელეკომპანია „სიბიესმა“ საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარეს. ვის უჭერენ მხარს ამერიკელები, მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას თუ რესპუბლიკელ მიტ რომნის? როგორც შედეგებმა აჩვენა, აზრი თითქმის ორადაა გაყოფილი. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯიმ მალონი არკვევდა.

საარჩევნო ორთაბრძოლის მთელი სიმწვავე ორივე კანდიდატის სარეკლამო რგოლებშია ასახული.
ობამას მხარდამჭერი რეკლამა ამომრჩეველს ამერიკული კომპანიების მიერ სამუშაო ადგილების საზღვარგარეთ გატანას ახსენებს, რასაც მიტ რომნი მხარს უჭერდა.

მიტ რომნი კი თავის მხრივ ამ ბრალდებას უარყოფს და ობამას ახალი დარტყმით პასუხობს.

„მისი პრიორიტეტი არ არის თქვენთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მისი პრიორიტეტი საკუთარი სამუშაო ადგილის შენარჩუნებაა და ამიტომაც ის ამ ადგილს დაკარგავს,“ - აცხადებს მიტ რომნი.

თავს მხრივ, პრეზიდენტი საკუთარი ამომრჩევლის გამხნევებას ცდილობს.

„მე გპირდებით, რომ დავასრულებთ 2008 წელს დაწყებულ საქმეს. ჩვენ უკან აღარ წავალთ ჩვენ წავალთ მხოლოდ წინ და ამ არჩევნებს მოვიგებთ,“ - აცხადებს ბარაკ ობამა.

მისი კამპანიის მთავარი მომენტი რომნის და მისი პლატფორმის კრიტიკაა. ამ მოსაზრებას ქუინიპიაკის უნივერსიტეტის სოციოლოგი პიტერ ბრაუნი გამოთქვამს.

„მიმდინარეობს შეჯიბრი ობამას ხალხს და რომნის ხალხს შორის. ობამას გარემოცვა რომნის ნეგატიურად წარმოჩენას ცდილობს, ხოლო რომნის გარემოცვა კი ამას ეწინააღმდეგება,“ - ამბობს ბრაუნი.

ეკონომიკის რთული ვითარების გამო ობამას არც თუ დიდი არჩევანი აქვს. ის შეტევაზე გადადის.

როგორც ანალიტიკოსი ჩარლი კუკი ამბობს, ვინც არ უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ეკონომიკური ვითარების გამო ყველა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

მიტ რომნის შემდგომი დილემა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის სწორად შერჩევაა. ჯერჯერობით ორი სავარაუდო კანდიდატურაა: ოჰაიოელი სენატორი რობ პორტმანი ან მინესოტას ყოფილი გუბერნატორი ტიმ პოლენტი.
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013

ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013 გადაცემაში ნახავთ: -სტუმარი: მაიკლ ჩეჩირე, ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტიდან, რომელიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს -გამანადგურებელი ტორნადო ამერიკაში და სტიქიის შედეგები -"ფლამენკოს" ხელოვნება ლოს ანჯელესში -ნიუ იორკში ფრანგი მხატვარი ახალ აწყობს


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.