შაბათი, 25 მაისი, 2013

ობამა კამპანიას აიოვაში აგრძელებს

2008 წელს ბარაკ ობამამ რესპუბლიკელი კანდიდატი აიოვას შტატში 9 პროცენტის უპირატესობით დაამარცხა

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა
ტამპაში რესპუბლიკური პარტიის ყრილობის მიმდინარეობის პარალელურად, პრეზიდენტმა ობამამ აიოვას შტატისკენ აიღო გეზი და ამესის  უნივერსიტეტის სტუდენტებს შეეხვდა.

აღსანიშნავია, რომ აიოვას შტატი არჩევნებში ერთერთ მნიშვნელოვან შტატად ითვლება. 2008 წელს ბარაკ ობამამ რესპუბლიკელი კანდიდატი ამ შტატში 9 პროცენტის უპირატესობით დაამარცხა.

სამშაბათს, ამესის სტუდენტებთან შეხვედრისას  პრეზიდენტმა ობამამ რომნის ბიუჯეტი გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ იმ ახალგაზრდებს, ვისაც სტუდენტური სესხი აქვს ეს გეგმა დიდ ზიანს მიაყენებს.

გამამხნევებელი შეძახილების ფონზე პრეზიდენტმა ობამამ მოუწოდა სტუდენტებს ნოემბერში სერიოზული არჩევანის მიღებისთვის მოემზადონ. 
 
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი
იტვირთება
12:00:00 / -:--:--
იტვირთება
12:00:00 / -:--:--