ხუთშაბათი, 02 ოქტომბერი, 2014

ახალი ამბები

ობამას შანსები იზრდება

ობამას ჯანდაცვის პროგრამა ხუთშაბათს უზენაესი სასამართლოს სხდომაზე, მოსამართლეთა ხმის უმრავლესობით დამტკიცდა

x
ამერიკის ხმა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და პოლიტიკური გამარჯვება მოიპოვა. ობამას ჯანდაცვის რეფორმის სახელით ცნობილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ხუთშაბათს უზენაესი სასამართლოს სხდომაზე მოსამართლეთა ხმის უმრავლესობით დამტკიცდა. ანალიტიკოსების აზრით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ობამას საარჩევნო კამპანიას უდიდესი ძალა შემატა. თუმცა, სავარაუდოდ, მის ოპონენტ კონსერვატორებში ეს გამოწვევა წინააღმდეგობას კიდევ უფრო გააძლიერებს.  
 
თავად პრეზიდენტი თეთრ სახლში გამოსვლისას აღფრთოვანებას არ მალავდა: 
 
რა სახის პოლიტიკაზეც არ უნდა იყოს საუბარი, დღევანდელი დადგენილება მთლიანად ამერიკელი ხალხის გამარჯვებაა. იმ ამერიკელების, რომელთა ცხოვრებაც სასამართლოს განაჩენის გამო უფრო დაცული გახდება“.
 
ნოემბრის არჩევნებზე ობამას სავარაუდო რესპუბლიკელმა კონკურენტმა, მიტ რომნიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი საარჩევნო დაპირება იმის შესახებ, რომ კონგრესთან ერთად ჯანდაცვის რეფორმის ანულირებისთვის იბრძოლებს: 
 
ის რაც სასამართლოს სესიამ განხილვის ბოლო დღეს ვერ შეძლო, მე ამერიკის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პირველივე დღეს გავაკეთებ. ანუ, ობამას ჯანდაცვის რეფორმას გავაუქმებ“.
 
ანალიტიკოსებისთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის გადაწყვეტილება იყო. რესპუბლიკელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიერ დანიშნულმა მოსამართლემ მხარი დემოკრატებისთვის პრინციპულ საკანონმდებლო ცვლილებას დაუჭირა. მისი ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდა და ჯანდაცვის რეფორმა 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ გავიდა.  
 
ნორმან ორნშტეინი ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტიდან ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს განაჩენი ობამასთვის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მთავარი პოლიტიკური გამარჯვება იყო:
 
ეს იქნება არჩევნები, რომლის ბედსაც ყველაზე მეტად ეკონომიკა გადაწყვეტს. თუმცა პრეზიდენტმა დღეს ერთი დიდი პლიუსი ჩაიწერა, ვინაიდან მისთვის ჯანდაცვის რეფორმა ერთ-ერთი უმთავრესი, ისტორიული მნიშვნელობის მიღწევაა“.
 
პიტერ ბრაუნი კვინიპაკის უნივერსიტეტიდან კი მიიჩნევს, რომ განაჩენმა რესპუბლიკური პარტიის ულტრა-კონსერვატიული ნაწილი კიდევ უფრო გაანაწყენა და მომავალში მათგან მეტი ენთუზიაზმი და აგრესიაა მოსალოდნელი.
 
პრეზიდენტს კარგი დღე გაუთენდა. უზენაესმა სასამართლომ მისი მთავარი მიღწევა კანონიერად სცნო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რესპუბლიკელები ჯანდაცვის რეფორმის წინააღმდეგ ბრძოლას შეწყვეტენ. პირიქით, ორ პარტიას შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გაიზრდება“ - აცხადებს ის.
 
პოლიტოლოგების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტის ბედს ნოემბრის არჩევნებზე უმეტესად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და შესაბამისად, კანდიდატების კრიზისთან გამკლავების უნარი, გადაწყვეტს. მაგრამ იმასაც აღიარებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ ხუთშაბათს გამოტანილი განაჩენი ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია. მართალია, ის მომავალი პრეზიდენტის არჩევისთვის გადამწყვეტი ფაქტორი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ უზენაესი სასამართლოს დადგენილებამ ობამას საარჩევნო კამპანია დღეს ერთიორად გააძლიერა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.

No records found for this widget:3211

Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 21 სექტემბერი, 2014

დღევანდელ გადაცემაში გთავაზობთ: ახალი კვლევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება; კავშირი მოდასა და ფულის გათეთრებას შორის; კომპანია ეფლმა ორი ახალი აიფოუნი გამოუშვა...


ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 14 სექტემბერი, 2014

დღეს გადაცემაში ნახავთ: უპრეცედენტო არტ-კამპანია ამერიკის 100 ქალაქში, შეერთებულ შტატებში მინიმალური ხელფასის გაზრდას ითხოვენ, თუმცა კაპიტოლიუმზე ამ თემის განხილვისთვის საფუძველი მზად არ არის. საფრანგეთი რუსეთს მისტრალს აღარ მიჰყიდის - რატომ მიიღო პარიზმა ეს გადაწყვეტილება?

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.