სამშაბათი, 18 ივნისი, 2013

აშშ

ობამას კანდიდატი მსოფლიოს ბანკის მმართველის პოსტზე

ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა

„ბოლო 18 თვის განმავლობაში გაორმაგდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ახალი პრეპარატის მიღება დაიწყო.  შიდსის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ უპრეცედენტო ეტაპზე ვართ.“  ამბობს ჯიმ იონგ კიმი.

კარიერის მაძილზე, განათლებით ექიმი ჯიმ იონგ კიმი სათავეში ედგა შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელით, ასწავლიდა ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამედიცინო სკოლაში,  და ბოლოს დართმუთის კოლეჯის პრეზიდენტად დაინიშნა.

წარმოშობით კორეელი, ახლა უკვე ამერიკის მოქალაქე კიმი, ბარაკ ობამას კანდიდატია მსოფლიოს ბანკის მმართველის პოსტზე.

ობამა: „დროა განვითარების დარგის სპეციალისტი და პროფესიონალი მსოფლიოში უდიდეს განვითარების სააგენტოს ჩაუდგეს სათავეში.“

იაპონიის ფინანსთა მინისტრი იუნ აზუმი დარწმუნებულია, რომ კიმის გამოცდილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მოღვაწეობის დროს შთამბეჭდავი ეტაპი იყო სპეციალისტის კარიერაში.

„მან წარმატებებს მიაღწია შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში.  ვფიქრობ, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე კიმი ძალიან შესაფერისი კანდიდატურაა.“

ამ ფონზე, განვითარების დარგის სხვადასხვა ექსპერტი ფიქრობს, რომ ბანკი ეკონომიკური ზრდის წახალისებაზე აკეთებს აქცენტს ჯანადაცვის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის პროგრამების დასაფინანსებლად.

მსოფლიო ბანკის ვეტერანი დამკვირვებელი ური დადუში, რომელიც ამჟამად პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტში მუშაობს აცხადებს, რომ კიმის პროფესიული გამოცდილება საკმაოდ ვიწროპროფილიანია:

„იგი მხოლოდ ჯანდაცვის პრობლემებზე აკეთებდა კონცენტრირებას, მაშინ როცა ბანკის მუშაობა 20მდე სფეროს მოიცავს.„

გლობალური განვითარების ცენტრის ექსპერტი ნენსი ბირდსალი კი ფიქრობს, რომ კიმის მოსვლით გამორიცხული არ არის მსოფლიო ბანკის ინსტიტუციონალური სტრუქტურა და კულტურა შეიცვალოს:

„კიმი ძალიან კარგად უძღვება ე.წ. სწავლების კულტურის ჩამოყალიბებას, ეს მისი საუნივერსიტეტო მოღვაწეობიდანაც ჩანს.  ვფიქრობ, რომ ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება ცოდნის ბანკის სახით აუცილებელია.„

 

ბირდსალის თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ კიმის მეთაუობის ქვეშ მსოფლიო ბანკმა უფრო აქტიურად ითანამშრომლობს მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან, უფრო მეტად მოუსმინოს  პარტნიორებს და დროულად შეისწავლოს წარუმატებელი პროექტების მიზეზი და გამოცდიელბა.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ტრადიციულად ამერიკელი ინიშნება, მაშინ როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთაურად ევროპელი.  დღემდე, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებმა არაერთხელ დააფიქსირეს უკმაყოფილება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში გადანაწილებული მმართველობის გამო.

ჯიმ იონგ კიმის კანდიდატურას ორი არაამერიკელი უპირისპირდება.  თუმცა ფინანსურ სექტორში უკვე არსებობს აზრი, რომ ამერიკის პოლიტიკური და ფინანსური ისტებლიშმენტის მხარდაჭერა მსოფლიო ბანკის მმართველის პოსტზე დართმუტის კოლეჯის პრეზიდენტის წარმატებას ნიშნავს.

 

 

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.