ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა განცხადებას გააკეთებს


პრეზიდენტ ობამას მიზანია ნახშირორჟანგის გამოყოფა შეერთებულ შტატებში 2030 წლამდე 30 პროცენტით შემცირდეს. გარემოს დაცვისკენ მიმართული ამბიციური გეგმა დღეს გამოცხადდება.

პრეზიდენტი ობამა დღეს განცხადებას კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი სათბურის გაზების გამოყოფის შეზღუდვის თაობაზე ამბიციურ გეგმას ოფიციალურად გაახმოვანებს.

პრეზიდენტ ობამას მიზანია ნახშირორჟანგის გამოყოფა შეერთებულ შტატებში 2030 წლამდე 30 პროცენტით შემცირდეს. ოფიციალურ განცხადებამდე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის გარემოს დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ „კლიმატური ცვლილებები მომავალი თაობის პრობლემა აღარ არის“.

XS
SM
MD
LG