ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ალასკაში ვიზიტს აგრძელებს


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ალასკაში ვიზიტის განმავლობაში
ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ალასკაში ვიზიტის განმავლობაში

ამერიკის 49-ე შტატში ისტორიული ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ალასკის მყინვარის ფონზე, რომელიც სწრაფად დნება, კლიმატური ცვლიელებების შედეგებზე ისაუბრა. მყინვარი სახელწოდებით „ექსით გლეიშერი“ უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში 2 კილომეტრით შემცირდა.

კლიმატური ცვლილებები ალასკაში ყველაზე მეტად იგრძნობა. იქ ზამთარში წარსულთან შედარებით ნაკლები თოვლი მოდის და ზაფხული გაცილებით ცხელია, რის გამოც პოლარული ყინული დნება. პრეზიდენტის თქმით, ყინულის დნობა ზღვის დონის მატებას იწვევს, რასაც შედეგები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს. ობამა ამერიკის პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც ალასკის შტატს ეწვია.

ობამა ალასკაში ვიზიტით არა მხოლოდ კლიმატურ ცვლიელებეზე, უსაფრთხოებასა და ენერგეტიკაზე ცდილობს ყურადღების გამახვიელბას, არამედ საზღვაო ტრანსპორტის, მინერალების მოპოვებისა და თევზჭერის საკითხებზეც, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

XS
SM
MD
LG