ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

ახალი ამბები

ნორვეგიელი ტერორისტის ბოლო დღე

თავად დამნაშავე მის შეურაცხადად აღიარებას სასამართლო პროცესის „ფალსიფიცირებას“ უწოდებს

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა
დღეს ნორვეგიელი ტერორისტის, ანდერს ბრეივიკის სასამართლოს ბოლო დღეა. დამნაშავემ ოსლოში სამთავრობო შენობაზე და ახალგაზრდულ ბანაკზე მიტანილ იერიშებში 77 ადამიანის მკვლელობა უკვე აღიარა.

ბრეივიკს  ფსიქიატრიული გამოკვლევა ორჯერ ჩაუტარდა. სასამართლომ მისი ფსიქიური მდგომარეობის შესახებ ორი ურთიერთგამომრიცხავი სამედიცინო დასკვნა მოისმინა. ფსიქიატრთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ბრეივიკი ჯანმრთელია და დანაშაული საღი გონებით ჩაიდინა, ნაწილის აზრით კი ის შეურაცხადია.
 
თავად დამნაშავე მის შეურაცხადად აღიარებას სასამართლო პროცესის „ფალსიფიცირებას“ უწოდებს და თვლის, რომ მსგავსი სამედიცინო დასკვნა მისთვის „სიკვდილზე უარესი“ განაჩენია. ასეთ შემთხვევაში ბრეივიკს 21-წლიანი პატიმრობის ნაცვლად ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსებენ. დამნაშავე აღიარებს, რომ ის ნორვეგიაში მულტიკულტურიზმს და მუსლიმთა შემოსევას შეგნებულად ებრძვის.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.