ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა


მოვარდნილმა წყალმა 40 სოფელი წალეკა

აღმოსავლეთ ნიგერიაში წყალდიდობის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი ადგილი დატოვა.

ოფიციალური განცხადებით, წყალდიდობა მეზობელ ქვეყანაში -კამერუნში კაშხალიდან წყლის გამოშვებამ გამოიწვია.

ნიგერიაში ადამავას შტატის სააგენტოს უფროსის შადრახ დანიელის განცხადებით, მოვარდნილმა წყალმა 40 სოფელი წალეკა. 10 დაღუპულის გარდა, ბევრი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

საგენტოს განცხადებით, კაშხალიდან წყლის გამოშვებას, უამინდობაც თან დაერთო. წყალდიდობამ გზები დატბორა და მოსახლეობამ სტიქიას თავი ვერ დააღწია.


XS
SM
MD
LG