ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთის ოკეანიდან ახალი სიგნალები დააფიქსირეს


წყალქვეშა სიგნალები, რომლებსაც სავარაუდოდ დაკარგული ბოინგის შავი ყუთები გამოსცემს, ამჯერად ორიონის სათვალთვალო თვითმფრინავმა დააფიქსირა

სამძებრო ოპერაციაში მონაწილე ჯგუფები გაუჩინარებული მალაიზიური თვითმფრინავის ძებნას აგრძელებენ. ავსტრალიის ოფიციალური პირები ახალი სიგნალების შესახებ იუწყებიან.

სამძებრო სამუშაოთა ავსტრალიელი თავმჯდომარის, ანგუს ჰიუსტონის განცხადებით, წყალქვეშა სიგნალები, რომლებსაც სავარაუდოდ დაკარგული ბოინგის შავი ყუთები გამოსცემს, ამჯერად „ორიონის“ სათვალთვალო თვითმფრინავმა დააფიქსირა. სიგნალი ოკეანის სამხრეთ ნაწილიდან მოდის. ეს დაახლოებით ის ადგილია, სადაც ანალოგიური ხმები კვირის დასაწყისში სამძებრო გემებმა აღრიცხეს. ჰიუსტონის თქმით, „აკუსტიკური მონაცემები ღამის განმვალობაში შემდგომ ანალიზს საჭიროებს, თუმცა არსებობს შანსი, რომ ეს ადამიანის მიერ დამზადებული ხელსაწყოდან გამოცემული სიგნალი იყოს“.
XS
SM
MD
LG