ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიღარიბის შესახებ ახალი ანგარიში მომზადდა


ახალი ანგარიშის მიხედვით, ასობით მილიონი უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი შეიძლება მომავალ წლებში ბუნებრივი კატაკლიზმების მსხვერპლი გახდეს. მასში გამოთქმულია რეკომენდაცია, რომ ისინი გვალვისა და წყალდიდობებისთვის ბევრად უკეთ უნდა მოემზადონ. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯო დე კაპუა მოგვითხრობს.

უკიდურეს ღატაკად ითვლება ის კატეგორია, რომელთა ყოველდღიური შემოსავალი დოლარ და 25 ცენტზე ნაკლებია. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი 2030 წლისათვის საგრძნობლად გაიზრდება. ამის შესახებ პროექტმა შესაძლოა გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნები ჩაანაცვლოს, რომელსაც ვადა 2015 წლისთვის ეწურება, და მისი ერთ-ერთი სამუშაო სფერო გახდეს.

ბრიტანეთის უცხოეთის ქვეყნების განვითარების ინსტიტუტი აცხადებს, რომ უკიდურესი სიღატაკის პრობლემის გადაჭრა ნაკლებად სავარაუდოა მანამდე, ვიდრე ქვეყნების სამთავრობო უწყებები მსოფლიოს უკიდურესად გაჭირვებულ რეგიონებში ბუნებრივი კატაკლიზმების რისკებს არ შეამცირებენ. ამის შესახებ საუბარია ახალ ანგარიშში, რომლის სათაურია „სიღატაკის გეოგრაფია, კატასტროფები და კლიმატური პირობები 2030 წლისათვის“.


მისი ერთ-ერთი ავტორია ინსტიტუტის კლიმატური ცვლილებების დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი ტომ მიტჩელი.


ტომ მიტჩელი: ანალიზის მიხედვით, ძალიან დიდია იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც მოელიან, რომ 2030 წლისთვის ისევ მაღალი იქნება სიღატაკის დონე, და ასევე იმ ქვეყნებისაც, სადაც ბუნებრივი კატასტროფების დროს დაუცველობის ხარისხი შენარჩუნდება. ეს ინფორმაცია ნამდვილად არ არის მოულოდნელი, რადგან როგორც ცნობილია, ექსტრემალური მოვლენები ყველაზე დიდ დარტყმას სწორედ ყველაზე ღარიბ და დაუცველ მოსახლეობას აყენებს.


ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ ამგვარი რისკის ქვეშ განსაკუთრებით მსოფლიოს 11 ქვეყანა იმყოფება: ბანგლადეში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეთიოპია, კენია, მადაგასკარი, ნეპალი, ნიგერია, პაკისტანი, სუდანი, სამხრეთ სუდანი და უგანდა. დანარჩენ ათ ქვეყანას სიღატაკის მაღალი მაჩვენებელი აქვს. ასევე კატასტროფების საფრთხის დიდი რისკის ქვეშ იმყოფება და კატაკლიზმების მართვის დაბალი შესაძლებლობებით გამოირჩევა. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინდოეთს.


ტომ მიტჩელი: 2030 წლისთვის ინდოეთში ისევ მოსალოდნელია რომ სიღატაკის მაჩვენებელი მნიშვნელოვანი იყოს, შესაძლოა რაოდენობრივად ამან ასი მილიონიც კი შეადგინოს. ამასთან ერთად ეს ქვეყანა ბუნებრივი კატაკლიზმების მაღალი რისკის შემცველია. მათ გააჩნიათ ძალიან კარგი სამთავრობო შესაძლებლობები პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა მხოლოდ ცენტრალურ დონეზე. ზოგიერთი დიდი სახელმწიფო კატასტროფების დროს მართვის სისუსტეს ავლენს. ამ წლის დასაწყისში უტარაკჰანდის წყალდიდობის დროს 5000 ადამიანი დაიღუპა, რაც იმაზე მიანიშნებს, თუ რამხელა მსხვერპლი შეიძლება მოყვეს ერთ კონკრეტულ შემთხვევას. არსებობს უამრავი სხვა საკითხი, რაც ასევე უნდა მოგვარდეს.


მიტჩელი აცხადებს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კატასტროფა ხდება აუცილებლად იქ ,სადაც ღატაკი მოსახლეობა ცხოვრობს.


ტომ მიტჩელი: ბუნებრივი კატასტროფები შერჩევითობის პრინციპით არ ხდება. ეს ხალხი უბრალოდ კატასტროფის ზონაში ხვდება, და მათი ხელისუფლებაც ამგვარი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება ხოლმე. ყველაზე ღატაკი ადამიანები, ყველაზე მაღალი რისკის და დაუცველ ადგილას ცხოვრობენ, ეს არის ან ქალაქებში საცხოვრებლად უვარგისი შენობები, ან სოფლად მივარდნილი ადგილები, სადაც ინფრასტრუქტურა არ არის იმდენად განვითარებული, რომ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ წინასწარი გაფრთხილება ხელმისაწვდომი იყოს. ამდენად ისინი დაუცველ მდგომაროებაში არიან და ძალიან მცირე შანსი აქვთ რომ პრობლემებს გაუმკლავდნენ.


ასევე მათ არ აქვთ დაზღვევა, რომ თავიანთი დაკარგული ქონების და საცხოვრებლის ანაზღაურება შეძლონ.


ტომ მიტჩელი: ბევრ ქვეყანაში სადაც კატასტროფებთან ბრძოლის საკითხი შეისწავლეს, ხელისუფლება ფოკუსირებულია ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობის ინტერესების ირგვლივ. მაგრამ საკითხი მარტო ამას არ ეხება. ტენდენცია მიმართული უნდა იყოს იმ მიმართულებითაც, რომ აღმოაჩინოთ არსებობს თუ არა სახელმწიფო პროგრამები, რომელიც განსაკუთრებით ორიენტირებულია ინფრასტრუქტურის მაღალი განვითარების მქონე იმ დიდ ქალაქებში, რომელიც უცხოური ბიზნესისთვის არის საინტერესო. ისინი ძალიან ნაკლებად არიან კონცენტრირებული ყველაზე ღატაკ ადამიანებზე იქაც კი, რომელიც ბუნებრივი კატაკლიზმების ყველაზე საშიშ ზონად ითვლება.


ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ფინანსურ მხარდაჭერას, რისკების შესამცირებლად მაინც ძალიან მცირე საერთაშორისო დახმარებას ღებულობენ. თანხობრივად ეს ყოველწლიურად თითოეული ქვეყნისთვის ორ მილიონ დოლარზე ნაკლებს შეადგენს. მიტჩელი იმ ქვეყნების მიმართ, სადაც ამ საკითხს სერიოზულად არ ეკიდებიან, სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.


ტომ მიტჩელი: თუ ნამდვილად გსურთ სიღარიბის დაძლევა და თქვენი ეკონომიკის გადარჩენა, მაშინ ბუნებრივი კატაკლიზმების რისკების მართვა თქვენი პოლიტიკის ცენტრალური ნაწილი, ასევე ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს. ეს საკითხი მნიშვნელოვან ადგილს უნდა იკავებდეს სოციალური განვითარების სფეროში და სიღატაკის დაძლევის პროგრამაში. სხვანაირად, თუკი ამ ყველაფერს რაციონალურად განიხილავთ, უფრო დიდი დანაკარგი გექნებათ. უფრო მეტი ადამიანი დაზარალდება და თუ ამას არ გაითვალისწინებთ, ბიზნესისთვისაც ცუდი შედეგი ექნება.


უცხოეთის ქვეყნების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშში არის რეკომენდაცია, რომ ბუნებრივი კატაკლიზმების რისკების შემცირების მენეჯმენტი უნდა წარმოადგენდეს ქვაკუთხედს სიღარიბის შემცირების საკითხში. ეს ძალისხმევა როგორც მიტჩელი ამბობს, ფოკუსირებული უნდა იყოს საარსებო წყაროს და სიცოცხლის გადასარჩენად. თუმცა ამისათვის დიდი თანხა იქნება საჭირო. ანგარიშში მოცემული ანალიზის მიხედვით, ოფიციალურად დახმარებიდან მიღებული ყოველი 100 დოლარიდან კატასტროფების რისკების შესამცირებლად მხოლოდ 40 ცენტია განსაზღვრული, რაც ნახევარ დოლარზე ნაკლებს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG