ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატომ საგანგებო სამიტი გამართა


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაეპ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის ავიაცია ერაყში დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსა და ქურთ მეამბოხეებზე იერიშს აგრძელებს.

ნატომ თურქეთის მხარდასაჭერად საგანგებო სამიტი გამართა. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაეპ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის ავიაცია ერაყში დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსა და ქურთ მეამბოხეებზე იერიშს აგრძელებს.

„ტერორიზმთან ბრძოლაში ჩვენ უკან არ დავიხევთ. ეს ბრძოლა იგივე შემართებით გაგრძელდება,“ განაცხადა ერდოღანმა ანკარაში. სირიასა და ერაყში მიმდინარე კონფლიქტის განსახილველად სამიტის გამართვა თურქეთმა მოითხოვა. ის დარწმუნებულია იმაში, რომ ნატოს ლიდერები კრიზისის დასაძლევად ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამენ.

ბრიუსელში ნატოს დახურულ კარებს მიღმა გამართულ შეხვედრამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო მის მოკავშირე თურქეთს სრულ სოლიდარობას უცხადებს.

შეერთებული შტატების განცხადებით ის თურქეთთან ერთად ჩრდილოეთ სირიის ისლამური სახელმწიფოს მეამბოხეებისგან გაწმენდის გეგმაზე მუშაობს.

თურქეთმა საჰაერო იერიში მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას სირიის მოსაზღვრე ქალაქში აფეთქებამ 32 ადამიანი იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG