ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო რუსეთს სამშვიდობო პროცესის შეფერხებაში ადანაშაულებს


ნატოს გენერალური მდივანი ჯენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია ქვეყანაში სამოქალაქო ომის დასამთავრებლად წარმოებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს საფრთხის ქვეშ აყენებს.

სტოლტენბერგმა ეს კომენტარი ამსტერდამში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა.

გენერალური მდივანი ამბობს, რომ რუსეთის საჰაერო იერიშები ძირითადად ოპზიციური ჯგუფების წინააღმდეგაა მიმართული და ისინი დაძაბულობას კიდევ უფრო ამძაფრებს. გარდა ამისა, სტოლტენბერგის თქმით, ოპერაციის ფარგლებში, რუსეთი ნატოს საჰაერო სივრცეს არღვევს.

XS
SM
MD
LG