ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი ცნობილია


ფრანგი გამომძიებლები პარიზის ტერორისტული აქტების მთავარ ორგანიზატორს ასახელებენ. ეს არის ბელგიის მოქალაქე აბდელჰამიდ აბაუდი. ბელგიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აბაუდი წარმოშობით მაროკოელია და ის რამდენიმე ხნით ადრე პოლიციაზე დაგეგმილ ტერორისტულ აქტში იყო ეჭვმიტანილი.

საფრანგეთის პოლიციამ დღეს დილიდან ისლამისტთა საეჭვო ადგილსამყოფელზე 150-ზე მეტი რეიდი განახორციელა. მათ შორის ლიონში, გრენობლში, ტულუზში და ქვეყნის მრავალ სხვა ქალაქში, სადაც ათზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. ამოღებულ იარაღს შორის კალაშნიკოვის ტიპის ავტომატები, დამცავი ჟილეტები და ყუმბარმტყორცნი იყო.

XS
SM
MD
LG