ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

დანარჩენი მსოფლიო

ნასა მარსის კვლევას აგრძელებს

ნასას კოსმოსური აპარატი მარსზე წარმატებით დაეშვა

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული სააგენტოს, იგივე ნასას, კოსმოსური აპარატი მარსზე დაჯდა. მეცნიერები მარს-მავალის მიერ მოგროვებული ინფორმაცის შესწავლით იმის დადგენას ეცდებიან არის თუ არა წითელ პლანეტაზე ცოცხალი ორგანიზმები და სიცოცხლისთვის შესატყვისი პირობები.

ნასაში დღე მხიარული შეძახილები ისმოდა მარს-როვერის პლანეტის ზედაპირზე წარმატებული დაშვების შემდეგ. აპარატი, სახელწოდებით „ქურიოსიტი“ - თარგმანში ცნობისმოყვარეობა -  ერთ ტონას იწონის და ის მარსამდე 8 თვე მიფრინავდა.

თეთრი სახლის მრჩეველმა სამეცნიერო საკითხებში ჯონ ჰოლდერმა განაცხადა, რომ ამერიკა აპირებს წამყვანი როლი ითამაშოს კოსმოსის ათვისებაში:
„უდავოა, რომ წითელ პალნეტაზე როვერის დაშვება ერთ-ერთი ყველაზე რთული დავალება იყო პლანეტების ათვისების რობოტულ ტექნოლოგიებში.  თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ამერიკის ლიდერობაში კოსმოსის ათვისების სფეროში, შევახსენებ, რომ ჩვენი გაგზავნილი ერთ-ტონიანი ავტომობილი ახლა მარსის ზედაპირზე დადის.“

როვერის ზედაპირზე დაშვება რთული ოპერაცია იყო, რადგანაც უამრავი დეტალის კოორდინაციასთან ერთად - როგორიცაა, მაგალითად პარაშუტის დროული გახსნა, ან მისი ჰორიზონტალურად დაბალანსება - ნასას მეცნიერებს როვერის საათში 22 ათასი კილომეტრის სიჩქარე თითქმის სრულ გაჩერებამდე უნდა შეემცირებინათ.
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.