ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიგნალები დაკარგული ბოინგის შავი ყუთიდანაა


ავსტრალიის პრემიერის ტონი აბოტის თქმით, სამძებრო სამუშაოების რადიუსი სიგნალების ირგვლივ საკმაოდ შემჭიდროვდა

ინდოეთის ოკეანეში დაფიქსირებული წყალქვეშა სიგნალები დაკარგული ბოინგის შავი ყუთის ფრენის მონაცემების ჩამწერიდან მოდის - ამ განცხადებას ავსტრალიის ოფიციალური პირები ავრცელებენ. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტონი აბოტმა დღეს შანხაიში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამძებრო სამუშაოების რადიუსი სიგნალების ირგვლივ საკმაოდ შემჭიდროვდა.

„დარწმუნებული ვართ, რომ რამდენიმე კილომეტრის სიზუსტით ვიცით შავი ყუთის მდებარეობა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოთხნახევარი კილომეტრის სიღრმეზე მყოფი ყუთი კარგ მდგომარეობაშია და საბოლოოდ დაზუსტდება ის, თუ რა მოხდა ფრენის დროს“ - განაცხადა ავსტრალიის პრემიერმა.
XS
SM
MD
LG