ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საეჭვო პაკეტი ჰაიდ პარკში


ლონდონის ოლიმპიური თამაშების პირველი დღე

ლონდონის პოლიციის განცხადებით, ჰაიდ პარკში შესვლა და სეირნობა აბსოლუტურად თავისუფალია, მას შემდეგ რაც პარკში საეჭვო პაკეტი აღმოაჩინეს. პოლიციის ოფიცრის განცხადებით, საეჭვო პაკეტი პარკში რუსული სახლის საგამოფენო ცენტრის სიახლოვეს იპოვეს, რის შემდეგაც პოლიციამ პარკის ნაწილის დეტალური შემოწმება გადაწყვიტა.

მოგვიანებით, გაირკვა რომ საგანგაშო არაფერი ყოფილა. პარასკევს ლონდონში 2012 წლის ოლიმპიური თამაშები თვითმფრინავების აღლუმით, ფეიერვერკებით და საზეიმო ცერემონიით გაიხსნა. სტადიონის გარშემო საზეიმო სვლით 204 ქვეყნის 10,000-მა სპორტსმენმა ჩაიარა. შეჯიბრებები დღეს დაიწყო და 17 აგვისტომდე გასტანს.
XS
SM
MD
LG