ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაი-ზარდარის შეხვედრა


ერთობლივი სამხედრო დელეგაცია საზღვარზე მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს

ავღანეთის და პაკისტანის პრეზიდენტები ერთობლივი სამხედრო დელეგაციის გაგზავნაზე შეთანხმდნენ, რომელმაც საზღვრზე მომხდარი დაბომბვის ფაქტი უნდა გამოიძიოს. აღნიშნულმა ინციდენტმა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა. ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი და მისი პაკისტანელი კოლეგა ასიფ ალი ზარდარი ერთმანეთს გუშინ მექაში შეხვდნენ, სადაც ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრა იმართება.

კარზაის ოფისის განცხადებით, ავღანეთის პრეზიდენტმა ზარდარის ავღანეთის მიწაზე შეტევის დაუყოვნებლივი აღკვეთა მოთხოვა, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. პაკისტანის პრეზიდენტის ოფისი კი აცხადებს, რომ ლიდერები ძალადობის შეწყვეტაზე და სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ.
XS
SM
MD
LG