ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის მაღალი რანგის ორი სამხედრო ოფიცერი დაიღუპა


ანბარის პროვინციაში თვითმკვლელმა დივერსანტმა, ავტომობილის აფეთქებით, ერაყის მაღალი რანგის ორი სამხედრო ოფიცერი და ჯარისკაცების დაუზუსტებელი რაოდენობა მოკლა.

ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელი დივერსანტი, ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომობილით ერაყის ჯარების ქარავანში შეიჭრა და თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად ორი მაღალი რანგის ოფიცერი დაიღუპა.

ხელისუფლების ცნობით, თავდასხმა ანბარის პროვინციაში, ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს კონტროლქვეშ მყოფ ქალაქ რამადიდან ჩრდილოეთით მოხდა, სადაც ბაღდადის მომხრე ძალები ექსტრემისტებს თვეების განმავლობაში ებრძოდნენ.

სამხედრო უწყების განცხადებით, დაიღუპნენ ანბარის ოპერაციების მეთაურის მოადგილე, გენერალ მაიორი აბდულ-რაჰმან აბუ-რეგიფი და არმიის მე-10 დივიზიის მეთაური, ბრიგადის გენერალი სეფინ აბდულ მაგუიდი.

თავდასხმის დროს სხვა ჯარისკაცების დაუზუსტებელი რაოდენობაც დაიღუპა.

XS
SM
MD
LG