ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული წარმოების თვითმფრინავმა ხალხი იმსხვერპლა


ერაყის არმიის ოფიციალური პირები ინციდენტის მიზეზად რუსული წარმოების სუხოის ტიპის სამხედრო თვითმფრინავის ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებენ.

ერაყის სამხედრო თვითმფრინავის მიერ ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში ბომბის ჩამოგდების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებამ რამდენიმე სახლი დაანგრია. დაშავებულია 11 ადამიანი.

არმიის ოფიციალური პირები მიზეზად რუსული წარმოების სუხოის ტიპის სამხედრო თვითმფრინავის ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებენ. თვითმფრინავი დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოზე მიტანილ იერიშში მონაწილეობდა. შემდეგ ის ბაზაზე ბრუნდებოდა, როცა შემთხვევით ბომბი ჩამოვარდა.

ერაყის ხელისუფლება საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებში მონაწილეობს, რომელიც დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სირიის და ერაყის ტერიტორიაზე ხორციელდება. კოალიციას სათავეში ამერიკის შეერთებული შტატები უდგას.

XS
SM
MD
LG