ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროსა და ირანის დიალოგი დადებითად შეფასდა


გაეროს ბირთვული საკითხების თავკაცისა და ირანის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, თეირანში მიმდინარე მოლაპარაკებებში შეიმჩნევა პროგრესი. ეს იყო ერთგვარად ნიადაგის შემზადება იმ დიდი შეხვედრისთვის, რომელიც ოთხშაბთს მსოფლიო ლიდერებსა და ირანს შორის გაიმართება.
ირანულ პრესაზე დაყრდნობით, გაეროს საერთაშორისო ატომური სააგანტოს დირექტორის იუკია ამანოს განცხადებით, შეხვედრა "ინტენსიური" და 'სარგებლიანი" გამოდგა, რაც ოთხშაბათის მოლაპარაკებებისთვის ძალიანი კარგი წინაპირობაა. თუმცა მხარეებს შორის კვლა რჩება ძირეული უთანხმოებები.

XS
SM
MD
LG