ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკება ირანთან


იუკია ამანო ირანის პრეზიდენტს ჰასან როჰანის ხვდება, 2 ივლისი, 2015
იუკია ამანო ირანის პრეზიდენტს ჰასან როჰანის ხვდება, 2 ივლისი, 2015

ირანთან მოლაპარაკებებზე დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღებას ცდილობენ, რომელიც თეირანს ბირთვული აქტივობის შეზღუდვის სანაცვლოდ სანქციებს შეუმსუბუქებს.

თეირანში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი, იუკია ამანო დღეს ირანის ოფიციალურ პირებს ხვდება. სააგენტოს ოფიციალური ცნობით, მოლაპარაკებაზე ის ცდილობს მიაღწიოს შეთანხმებას, რათა უფრო სწრაფად განიმარტოს ირანის ბირთვული აქტივობის „სავარაუდო სამხედრო განზომილების საკითხი".

თეირანის პარალელურად შეხვედრა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ვენაშიც მიმდინარეობს. ირანის დელეგაციასთან ავსტრიის დედაქალაქში გამართულ მოლაპარაკებას დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, შეერთებული შტატების და გერმანიის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფი აწარმოებს. შეხვედრაზე ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღებას ცდილობენ, რომელიც ირანს ბირთვული აქტივობის შეზღუდვის სანაცვლოდ სანქციებს შეუმსუბუქებს.

ირანი დიდი ხანია ბირთვულ იარაღზე მუშაობის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის შეერთებული შტატების და ისრაელის არასწორ სადაზვერვო ინფორმაციას ეფუძნება. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო წლების მანძილზე ცდილობს ამ ვარაუდის გადამოწმებას და პარჩინის სამხედრო ბაზაზე გაეროს ინსპექტორებიც გააგზავნა, მაგრამ ირანისგან ჯერ კიდევ წინააღმდეგობებს აწყდება.

XS
SM
MD
LG