ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2014

საქართველო

ინტერვიუ კორი უელტთან

შეძლებს თუ არა კოალიცია მმართველ პოლიტიკურ ძალად დარჩენას? [...] ფრაგმენტაციის გარვეული ნიშნები არსებობს და თუ მოძრაობა დაიშალა, მაშინ აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ რეალობაში აღმოვჩნდებით...

x
ია მეურმიშვილი
- ბატონო კორი, დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის.  როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ შიდა-პოლიტიკურ ვითარებას? თქვენი აზრით, როგორ ვითარდება, ეგრეთ წოდებული, კოჰაბიტაციის პროცესი ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის?

- მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მე პირადად უჩვეულოს ვერაფერს ვხედავ. ყველაფერი მოლოდინის ფარგლებში ვითარდება. დაპირისპირება ახალ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ბუნებრივი მოვლენაა. არც კოალიციაში არსებული დაძაბულობა არის ვინმესთვის მოულოდნელი. კოჰაბიტაციას რაც შეეხება, მასზე, შეიძლება ითქვას, უფრო მძიმე აქცენტი კეთდება ვიდრე საჭიროა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ ის დროებითი პროცესია, რომელიც მალე დასრულდება და რამდენიმე თვეში სიტყვა 'კოჰაბიტაციის' ხსენება აღარ დაგვჭირდება. 

- მაგრამ არსებული ვითარების ფონზე ეს მნიშვნელოვანი თემაა, რადგანაც პრეზიდენტს ჯერ ისევ შეუძლია პარლამენტისა და მთავრობის დათხოვა იმ შემთხვევაში თუ მმართველობის პროცესები წარმატებულად არ წარიმართა.

- თუ ყურადღებას ძირითადად რიტორიკაზე გავამახვილებთ, იქნება ეს პრეზიდენტის, თუ პრემიერ მინისტრის მხრიდან, მაშინ შეიძლება იმის გაფიქრება, რომ ქვეყანა პოლიტკური კრიზისისკენ მიერმართება. ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, ვიცით მისი სავარაუდო დროც - პარლამენტის არჩევიდან 6 თვე, ანუ აპრილი. თუ პრეზიდენტს სურს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შექმნა, მაშინ მას ამისთვის ბერკეტები აქვს და შეუძლია დაითხოვოს მთავრობაც და პარლამენტიც.  მაგრამ დღემდე პრეზიდენტი არერთხელ ეცადა საკუთარი პასუხისმგებლობების ადვოკატირებას - დადებითი კუთხით - და იმის დემონსტრირებას, რომ არ ცდილობს ხელი შეუშალოს ახალ მთავრობას მუშაობაში. ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ პრეზიდენტმა შეიძლება ეს გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ გამორიცხული არაფერია.


- რას ხედავთ კოჰაბიტაციის პროცესისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად - საპრეზიდენტო არჩევნებადე?

- ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ ინსტიტუტებმა, რომლებიც აქამდე წარმატებულად მუშაობდა, გააგრძელონ საქმიანობა იმისთვის, რომ უზრუნველყონ მოსახლეობის უსაფრთხოება და დააკმაყოფილონ მათი  მოთხოვნილებები. დღემდე ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.

მთავარ პოლიტიკურ გამოწვევას რაც შეეხება, მნიშვნელოვანია ქვეყანაში მრავალპარტიული პროცესების განვითარება და იმის გაცნობიერება, რომ არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური პოლუსები და მათი საქმიანობა კანონის უზენაესობის ფონზე უნდა წარიმართოს. რა თქმა უნდა, საზოგადოებაში არის უსამართლობის გამოძიების სურვილი, დანაშაულის მსხვერპლი ელის სამართლის აღსრულებას, მაგრამ ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გააგრძელოს არსებობა, იყოს რეალური ოპოზიცია და ძალა, რომელსაც მომავალში ხელისუფლებაში დაბრუნების პოტენციალი ექნება. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფაქტორის გათვალისწინება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. 

- ხელისუდლების სხვა შტოებისგან განსხვავებით, თანამშრომლობა თუ კოჰაბიტაცია, პარლამენტში თვალნათლივ მიმდინარეობს.  რას უკავშირებთ თანამშრომლობის ამ სურვილს?
შეძლებს თუ არა კოალიცია მმართველ პოლიტიკურ ძალად დარჩენას? [...] ფრაგმენტაციის გარვეული ნიშნები არსებობს და თუ მოძრაობა დაიშალა, მაშინ აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ რეალობაში აღმოვჩნდებით...

- ეს კარგი შეკითხვაა.  პარლამენტი ერთადერთი ადგილია, სადაც რამდენიმე მოულოდნელი რამ მოხდა. მმართველი პარტიისა და ნაცმოძრაობის დეპუტატებმა წარმატებით შეძლეს კომპრომისზე წასვლა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით - მაგალითად, პრეზიდენტის ძალაუფლების განსაზღვრის, ამნისტიისა და ნაფიცი მსაჯულების საკითხებში.  ეს გადაწყვეტილებები ჯერ არ აღსრულებულა მათი შედეგის დასანახად, მაგრამ მთავარია, რომ თანამშრომლობა შედგა. ამას კი კრიტიკული მნიშვნელობა ექნება საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებისთვის. 

- რას ფიქრობთ დაპატიმრებებზე, რაც სადავო თემაა როგრც ვაშინგტონში ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოში?  თქვენი აზით, ჯანსაღია თუ არა ეს პროცესები, რომლებიც ხშირად პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აღიქმება? არსებობს თუ არა სხვა გზა ამ პროცესის წარმართვისთვის თუ პირიქით, მიგაჩნიათ, რომ ყველაფერი კანონზომიერად ვითარდება?

- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ დაბალი რანგის სახელმწიფო მოხელეების გასამართლებისგან ამნისტია მთავრობის მხრიდან ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო.  ხელისუფლება ვერ გაასამართლებს ყველა სამართალდარღვევას ქვეყანაში. სინამდვილეში, აქ საუბარია მხოლოდ მაღალჩინოსნებზე, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ  ჯერ კიდევ არ არსებობს ზოგადი ნდობა სასამართლოს მიმართ. რომ არსებობდეს იმის განცდა, რომ სასამართლო პროფესიონალური,  მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია, სასამართლო ვერდიქტები და შეფარდებული სასჯელი მხოლოდ სამხილებზე იქნება დამოკიდებული, მაშინ სასამართლოს მიმართ ნდობა გაცილებით მაღალი იქნება.

- ვის ნდობაზე საუბრობთ ?
- როგორც საქართველოს მოსახლოების, ასევე და საერთაშორისო თანამეგობრობის.

- თქვენი აზრით, რამდენად წარმატებულია რუსეთთან ურთიერთობის განახლების მცდელობა, მათ შორის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა მოსკოვთან ურთიერთობაში?    

- ყველაფერი რაც ამ ეტაპზე კეთდება ელემენტარული და აუცილებელია. თავისთავად,  ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რადგანაც ისინი პრობლემების გადაჭრის იმედს იძლევა. ამ ეტაპზე, რთულია დანამდვილებით რაიმეს თქმა, მაგრამ ის ფაქტი, რომ დიალოგი შედგა, ის, რომ ივანიშვილი მედვედევს ესაუბრა, უკვე პროგრესია. 

გაცილებით მარტივი იქნება ეკონომიკური ურთიერთობების მოგვარება ვიდრე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის თემის გადაჭრა. მაგრამ პროცესი სადღაც უნდა დაწყებულიყო და ეს სწორედ დასაწყისია. 

- არსებობს შეხედულება, რომ საქართველო შეიძლება წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან ურთიერთობას არბიტრის გარეშე გააგრძელებს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- გააჩნია რაზეა საუბარი. მხოლოდ დიალოგის დასაწყებად არბიტრი აუცილებელი არ არის. მთავარია იმის გაცნობიერება, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზებას არსებული გარემოებების გათვალისწინებით. მოგვიანებით შეიძლება არბირტი საჭირო გახდეს, მაგრამ მაგალითად, ეკონომიკურ საკითხებში უკვე არის არბიტრი - ეს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაა. რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას საქართველომ სწორედ ამიტომ დაუჭირა მხარი, რომ ორგანიზაცია საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში ურთიერთობის არბიტრი ყოფილიყო.  დანარჩენს რაც შეეხება, ჯერ დასკვების გაკეთება ნაადრევია.

- საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი მთავრობის მოსვლის  შემდეგ ვაშინგტონში, როგორც პოლიტიკურ, ასევე აკადემიურ წრეებში გაჩნდა სკეპტიციზმი საქართველოს პოლიტიკური ორიერნტაციის მიმართ. თქვენი აზრით, ისევ არსებობს გაურკვევლობა?

- გაურკვევლობა ჯერ ისევ დიდია იმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის მთავრობა. თუმცა, ასევე არის გარკვეული დადებითი ძვრებიც. არსებობს ორი მიდგომა - გრძელვადიანი დემოკრატიზაციის თემა და მოკლე ვადიანი მმართველობის საკითხი. ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ რა მიმართულებით ვითარდება ეს ორი საკითხი. ისევ არსებობს გარკვეული შეშფოთება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ახალმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა რისი გაკეთებაც შეეძლო იმისთვის, რომ დაემტკიცებინა, რომ ინარჩუნებს წინა ხელისუფლების კურსს ნიუანსებში გარკვეული განსხვავებით. ჩემი აზრით, საგარეო პოლიტიკის მიმართულებასთან დაკავშირებით შესაშფოთებელი არაფერია.

- რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის გადალახვაც ახალ მთავრობას ვაშინგტონთან ურთიერთობაში მოუწევს?

- ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც მათ არა მხოლოდ დასავლთთან ურთიერთობაში, არამედ ზოგადად წარმატებული მმართველობისთვის სჭირდებათ, კოალიციის ერთობაა. შეძლებს თუ არა კოალიცია მმათველ პოლიტიკურ ძალად დარჩენას - ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.

ფრაგმენტაციის გარვეული ნიშნები არსებობს და თუ მოძრაობა დაიშალა, მაშინ აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ რეალობაში აღმოვჩნდებით, რომელიც განაპორობებს შიდა პოლიტიკურ ვითარებას და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას. კიდევ ერთი სირთულე იმ მოლოდინების დაბალანსებაა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმუშაოს მთავრობამ და როგორი რეაგირება უნდა გააკეთოს მოსახლეობის მოთხოვნებზე. 

სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ მთავრობა იყოს ანგელოზი და წინა ხელისუფლებისგან განსხვავებული. მაგრამ გარკვეულ წილად,  ახალი მთავრობა ძველი მთავრობის მსგავსად იქცევა, რამაც შეიძლება უკმაყოფილება გამოიწვიოს.  ახალი ხელისუფლება უნდა ეცადოს მოლოდინებისა და მმაართველობისთვის აუცილებელი ასპექტების დაბალანსებას და ამასთან,  დემოკრატიზაციის პროცესის გასაგრძელებად, საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობის შენარჩუნებას.

- ბატონო კორი, დიდი მალდობა
(ინტერვიუ ჩაწერა ია მეურმიშვილმა)
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.

No records found for this widget:3211

Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს,16 ნოემბერი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: 13 წლიანი მშენებლობის შემდეგ ნიუ იორკს ახალი ცათამბჯენი შეემატა; ბრძოლის ველიდან დაბრუნებული ამერიკელი ჯარისკაცები პოსტ-ტრამვული სტრესის აშლილობის დასაძლევად ხელოვნების ერთ-ერთ დარგს იყენებენ; ამერიკულ სკოლებში ძალადობის დასაძლევად ახალი სასწავლო პროგრამა შეიმუშავეს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.