ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

ევროპა

ჰიტლერის ოლიმპიურ სოფელს არსებობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოუწევს

ჰიტლერი ცდილობდა, 1936 წლის ბერლინის თამაშები ნაცისტთა პროპაგანდად ექცია.

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა
ლონდონის თამაშების მემკვიდრეობის მიმართ ინტერესის გაღვივების ფონზე, მეოცე საუკუნის ღირშესანიშნაობებს შორის ერთადერთი ოლიმპიური მოედანი დარჩა. ადოლფ ჰიტლერს ჰქონდა მცდელობა, რომ 1936 წლის ბერლინის თამაშები ნაცისტთა პროპაგანდად ექცია. ოლიმპიური სოფელი კვლავაც არსებობს მას შემდეგ, რაც 76 წლის წინ ათლეტებმა პირველად დააბიჯეს ფეხი ამ მიწაზე. ჰენრი რიჯველმა ეს ადგილი მოინახულა და იმ ადამიანებს გაესაუბრა, რომლებიც ცდილობენ, ოლიმპიური სოფელი მომავალ თაობებს შეუნარჩუნონ.
 
1936 წლის ბერლინის ოლიმპიადამ ადოლფ ჰიტლერს ნაცისტური პროპაგანდის დემონსტრირების იდეალური საშუალება მისცა.
 
რეჟისორ ლენი რეფენსტალის ცნობილმა ფილმმა თამაშებზე - „ოლიმპია” - უკვდავყო სპორტული მამაცობა და შეჯიბრებების პოლიტიკური კონტექსტი. 76 წლის შემდეგ, სოფლის შენარჩუნებით დაინტერესებული ადამიანები ოლიმპიური თამაშების შესანიშნავი ფიზიკური გადმონაშთის აღდგენას ცდილობენ.
 
ბერლინის გარეუბანში ჯერ კიდევ არსებობს სოფელი, სადაც 3,878 ათლეტი ბინადრობდა და წვრთნას გადიოდა, თუმცა, მხოლოდ არსებობს. იენს ბეიკერი გერმანიის საკრედიტო ბანკის ფონდის წარმომადგენელია. ეს ფონდი სამუშაოების უმეტეს ნაწილს აფინანსებს. ბეიკერმა „ამერიკის ხმა” კულისებს მიღმა მიიწვია ტერიტორიის დასათვალიერებლად, მათ შორის საცურაო აუზზე, სადაც მხოლოდ გარე აღდგენითი სამუშაოები 2.7 მილიონი ამერიკული დოლარი ჯდება.
 
„ვფიქრობ, სოფელი არც თუ ისე კარგად არის ცნობილი გერმანიაში. ჩვენ იდუმალებას ვინარჩუნებთ. ეს ძალიან კარგია, რადგან როდესაც აქ დამთვალიერებელი მოდის, ხშირად გაოცებულნი რჩებიან ყველაფერი იმის ხილვით, რაც აქ უკვე 75 წელია არსებობს,” - ამბობს იენს ბეიკერი.
 
ერთი შენობა სრულად არის აღდგენილი - ადგილი, სადაც ამერიკელი სპრინტერი, ჯესი ოუენსი ცხოვრობდა. აქ გამოფენილი ნივთები იმაზე მიუთითებს, თუ როგორ მოიგო ალაბამელმა მამაკაცმა ოთხი ოქროს მედალი, რითაც გაანადგურა ადოლფ ჰიტლერის იმედები, რომ ოლიმპიური თამაშები ინდო-ევროპული რასის სავარაუდო უპირატესობის დემონსტრირება იქნებოდა.
 
ერთ-ერთი თაყვანისმცემელი წერილით მიმართავს ოუენს და სთხოვს, რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვას სისხლით დასვრილი ხელიდან მედლის მიღებაზე. ოუენს ეს წერილი არასოდეს უნახავს; იგი გესტაპოს, გერმანიის საიდუმლო პოლიციას ჩაუვარდა ხელში.
 
ტანვარჯიშის დარბაზში სავარჯიშო ცხენი დგას, რომელსაც ათლეტები იყენებდნენ.
 
ამ ადგილს ყოველდღიურად რამდენიმე ათეული გერმანელი ტურისტი სტუმრობს და გიდის თანხლებით ათვალიერებს სოფელს. ადგილობრივი სკოლებიდან ჯგუფები მოჰყავთ, რათა მოსწავლეებმა საკუთარი ერის ისტორია შეისწავლონ.
 
„ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეს გამოფენები თემატიკით დავტვირთოთ, რადგან ამ ადგილს მშვიდობის სოფელს უწოდებნენ. თუმცა, რასაკვირველია, ნაცისტთა პროპაგანდა სოფლის კართან არ დასრულებულა,” - ამბობს ბეიკერი.
 
აქ მილიტარიზმის ადრეული ნიშნებიც იყო. ადგილობრივ თეატრში ამოტვიფრულ ფრესკაზე ნაჩვენებია, თუ როგორ მარშირებენ გერმანელი ჯარისკაცები.
 
„ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მათ თქვეს, რომ აქ ოლიმპიური სოფელი გაიმართებოდა. შემდგომში ის გარნიზონად იქნება გამოყენებული. თუმცა, რასაკვირველია, როდესაც ათელტები ჩამოვიდნენ, მათ საუკეთესო გარემო დახვდათ, რაც კი ოდესმე ყოფილა რომელიმე ოლიმპიურ სოფელში,” - აღნიშნავს იენს ბეიკერი.
 
მას შემდეგ, რაც ტერიტორია ათლეტებმა დატოვეს, სოფელში ასობით ჯარისკაცი გადმოვიდა. წარსულში „ერების სასადილო ოთახი” საავადმყოფოდ გადაიქცა, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაჭრილ გერმანელ სამხედროებს მკურნალობდნენ.
 
1945 წლის შემდეგ, საბჭოთა ჯარი შემოვიდა. კედლები კომუნისტური პროპაგანდისტური სიმბოლიკით მოიხატა, მათ შორის იყო საბჭოთა ჯარისკაცების ამსახველი ფრესკა, რომლებიც ნამგლისა და უროს გამოსახულებიან დროშას ამაგრებდნენ გერმანიის პარლამენტის თავზე.
 
კომუნიზმის დაცემასთან ერთად, ყოფილი [ოლიმპიური] სოფელი 1992 წელს, ათწლეულზე მეტი ხნით იქნა მიტოვებული.
 
ნელ-ნელა, სოფელში სიცოცხლე ბრუნდება. მშენებლებმა ცენტრში ათლეტების მოედანი აღადგინეს. მომავალ თვეს აქ შეჯიბრი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ლონდონიდან ახლახანს დაბრუნებული გერმანელი ოლიმპიელები მიიღებენ. ეს ყოველივე, მეოცე საუკუნის ისტორიის ცოცხალი მუზეუმის შენარჩუნების მიზანმიმართული ძალისხმევის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.