შაბათი, 25 მაისი, 2013

დანარჩენი მსოფლიო

დახმარება უპატრონო ბავშვებს

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, მსოფლიოში 210 მილიონი ქუჩის მაწანწალა ბავშვია.

x
ტექსტის ზომა - +
რამდენიმე წლის წინ სარა ერიჩი მეუღლესთან ერთად ინდოეთში მოგზაურობდა. ერთ-ერთ მაღაზიაში ნახატის ყიდვის დროს, მასთან პატარა ბიჭი მივიდა:

„იგი დაახლოებით 8 წლის იქნებოდა, რომელსაც ხელში ჩვილი ეჭირა. ბიჭი საბრალო სახით მიყურებდა და მეხვეწებოდა რომ ჩვილი ბავშვი რაიმეთი გამომეკვება,“ - ამბობს ერიჩი.

ამ დღემ სარას ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა:

„სწორედ ამ ამბის შემდეგ გადავწყვიტე ქუჩაში მცხოვრები უპატრონო ბავშვების დახმარება.“

თავდაპირველად სარა ერიჩმა საქველმოქმედო აქციების მეშვეობით ფულის შეგროვება დაიწყო. ერთი წლის შემდეგ კი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დავეხმაროთ ობლებს“ დააარსა.

„ჩვენი ორგანიზაციის მეშვეობით ბავშვები განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს იძენენ. ისინი სხვადასხვა სპეციალობებს ეუფლებიან, რომლითაც ადვილად შეეძლებათ საზოგადოებაში დამკვიდრება,“ - აღნიშნავს ერიჩი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დავეხმაროთ ობლებს“ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაშიც მოღვაწოებს. კენიაში მათი მეშვეობით სკოლაც კი გაიხსნა, სადაც 150 მოსწავლეს შორის 45 უპატრონო ბავშვია. სკოლის დირექტორის პიტერ მაგერის ინფორმაციით, სასწავლო პროგრამაში ასევე სპეციალური ტრენინგებიცაა შეტანილი, რაც ობოლ ბავშვევბს პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლებას უადვილებს.

სხავდასხვა ქვეყნებში ორგანიზაციას დასაქმების სხვადასხვა პროგრამები აქვს შემუშავებული. მაგალითად ჰონდურასში, ახალგაზრდა ვაჟები ელექტროობასა და მექანიკოსის ხელობას ეუფლებიან, ხოლო გოგონები  - ექთნობას. ჰაიტიში კი პირიქით, იქ ბავშვები შინაური ფრინველების მოშენებისა და მოვლის ტექნოლოგიებს სწავლობენ.

სარა ერიჩი პროექტის წარმატებით მოხიბლულია და მიაჩნია, რომ აღნიშნული პროგრამა შესაძლოა სხვა ქვეყნებისთვისაც მისაღები აღმოჩნდეს, რაც ერთგვარად მაწანწალა ბავშვების პრობლემის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013

ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013 გადაცემაში ნახავთ: -სტუმარი: მაიკლ ჩეჩირე, ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტიდან, რომელიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს -გამანადგურებელი ტორნადო ამერიკაში და სტიქიის შედეგები -"ფლამენკოს" ხელოვნება ლოს ანჯელესში -ნიუ იორკში ფრანგი მხატვარი ახალ აწყობს


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.