ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გვატემალის პრეზიდენტი გადადგა


პრეზიდენტის პოსტი ოტო პერეს მონილას 2012 წლის შემდეგ ეჭირა. მას გვატემალის საბაჟო სისტემაში მოქმედი კორუფციული სქემის ხელმძღვანელობა ბრალდება.

ოტო პერეს მონილამ - გვატემალის პრეზიდენტმა პოსტი დატოვა. ქვეყნის ლიდერი მასშტაბურ კორუფციულ სკანდალში იყო გახვეული. ოტო პერეს მონილას პრეს-სპიკერის ცნობით, პრეზიდენტმა განცხადებას ხელი შუაღამისას მას შემდეგ მოაწერა, რაც სასამართლომ მისი დაკითხვის მიზნით, ქვეყნის ლიდერის დაკავების განკარგულება გასცა.

გვატემალის პრეზიდენტის პოსტი ოტო პერეს მონილას 2012 წლის შემდეგ ეჭირა. მას საბაჟო სისტემაში მოქმედი ფართომასშტაბიანი კორუფციული სქემის ორგანიზება და ხელმძღვანელობა ბრალდება. სასამართლომ მონილას იმუნიტეტი ჯერ კიდევ სამშაბათს მოუხსნა. პრეზიდენტი თავს დამნაშავედ არ ცნობს და გამოძიებასთან თანამშრომლობის პირობას დებს.

XS
SM
MD
LG