ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2014

ახალი ამბები

ანტონის სამარასი კოალიციის შექმნას შეეცდება

პრეზიდენტმა ახლადარჩეულ ლიდერს სრული მანდატი მისცა კოალიციის შესაქმნელად

x
 საბერძნეთის კონსერვატიულ ლიდერს ანტონის სამარასს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სამი დღე ექნება კოალიციური მთავრობის დასაკომპლექტებლად.
დღეს სამარასი საბერძნეთის პრეზიდენტს კაროლოს პაპულიასს შეხვდა.  პრეზიდენტმა ახლადარჩეულ ლიდერს სრული მანდატი უბოძა კოალიციის შექმნის მიზნით მოლაპარაკებების გამართვის მიზნით.
 „დღეს ბერძენმა ხალხმა თავისი ნება გამოხატა და ევროზონაში  დარჩენას დაუჭრა მხარი, ამომრჩეველმა ევროზონის ინტეგრალურ შემადგენელ ნაწილად ყოფნას მისცა ხმა.“


შეგახსენებთ რომ ანტონის სამარასის „ახალი დემოკრატიის“ პარტიამ გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 30 პროცენტი მოიპოვა და სამასადგილიან პარლამენტში 129 ადგილი დაისაკუთრა.
    სამარასმა ამ გამარჯვებას მთელი ევროპის წარმატება უწოდა:
 „დღეს ბერძენმა ხალხმა თავისი ნება გამოხატა და ევროზონაში  დარჩენას დაუჭრა მხარი, ამომრჩეველმა ევროზონის ინტეგრალურ შემადგენელ ნაწილად ყოფნას მისცა ხმა.“-თქვა ანტონის სამარასმა.
რადიკალური მემარცხენე მიმდინარეობის „სირიზას“ პარტია პარლამენტში 71 ადგილით შევა, სოციალისტების პარტია კი ახალ საკანონმდებლო ორგანოში 33 მანდატით იქნება წარმოდგენილი. 
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ და ევროკომიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროსომ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ევროკავშირი მოუთმენლად ელის საბერძნეთის ახალ მთავრობასთან მუშაობას და ოფიციალური ათენის ძალისხმევის მხარდაჭერას საბერძნეთის ეკონომიკის მდგრადობის მიზნით.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.

No records found for this widget:3211

Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 14 სექტემბერი, 2014

დღეს გადაცემაში ნახავთ: უპრეცედენტო არტ-კამპანია ამერიკის 100 ქალაქში, შეერთებულ შტატებში მინიმალური ხელფასის გაზრდას ითხოვენ, თუმცა კაპიტოლიუმზე ამ თემის განხილვისთვის საფუძველი მზად არ არის. საფრანგეთი რუსეთს მისტრალს აღარ მიჰყიდის - რატომ მიიღო პარიზმა ეს გადაწყვეტილება?


ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 სექტემბერი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება დასავლეთში პოლიტიკოსებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა; ბავშვის დაბადებინდან 18 წლამდე აღზრდა ამერიკაში დაახლოებით 250 ათასი დოლარი ჯდება; უსინათლო ადამიანებს ახლა ველოსიპედით ვარჯიში და სეირნობა შეუძლიათ.

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.