შაბათი, 25 მაისი, 2013

ევროპა

იმიგრაციული კრიზისი საბერძნეთში

ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი დევნილთა საკითხებში განცხადებას საბერძნეთთან დაკავშირებით აკეთებს და ქვეყნის ხელისუფლებას იმიგრანტების მიმართ მზარდი ძალადობის შესახებ აფრთხილებს. პრობლემა საბერძნეთის პოლიტიკურ ლიდერებშიც პოულობს დასაყრდენს. ულტრა-მემარჯვენე პარტიებმა მაისის არჩევნებზე ანტი-იმიგრაციული პლატფორმით ელექტორატის გული მოიგეს და ხმების დიდი რაოდენობა მოიპოვეს.

იმიგრაციული კრიზისის ეპიცენტრში ათენის ეკონომიკის უნივერსიტეტი აღმოჩნდა. ქვეყნის დედაქალაქში განთავსებული უმაღლესი სასწავლებლის ტერიტორიაზე პოლიციას ხშირად უწევს იმიგრანტი სტუდენტების და მათი მხარდამჭერების გაშველება მემარჯვენე პოლიტიკურ დაჯგუფებებთან.

პოლიციამ „ამერიკის ხმის“ ოპერატორებს გადაღების უფლება არ მისცა, თუმცა ჟურნალისტებმა მაინც მოახერხეს უნივერსიტეტის ჭიშკრის მიღმა შეღწევა და სტუდენტებთან საუბარი. საქმე იმაშია, რომ საბერძნეთის უსაფრთხოებას უნივერსიტეტების ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ აქვს. სწორედ ამიტომ დევნილები ხშირად სტუდენტებთან  აფარებენ თავს.

იანისი, სტუდენტთა ერთ-ერთი ლიდერი, ამბობს, რომ იმიგრანტებისგან ბერძენი პოლიტიკოსები „განტევების ვაცის“ იმიჯის შექმნას ცდილობენ:

ჩვენი მშობლებიც იმიგრანტები იყვნენ. ძალიან ხშირად მათთვის ეს არჩევანი არ იყო. ისინი იძულებული იყვნენ ომს და უბედურებას გამოქცეოდნენ. სამხედრო რეჟიმი მათ სიცოცხლეს ემუქრებოდა და ისინი აიძულეს საკუთარი სახლი და ცხოვრება დაეტოვებინათ და ყველაფერი ახლიდან დაეწყოთ“ - ამბობს იანისი.

გეორგოს ცარბოპოლოსი საბერძნეთში დევნილთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის წარმომადგენელია:

„ინციდენტებს ყოველდღიურად აქვთ ადგილი. ძირითადად მათ ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური დაჯგუფებები აწყობენ, რომლებიც თავს ბერძენ მოქალაქეთა ჯგუგებად წარმოადგენენ. მათი მიზანი იმიგრანტების დევნა, მათზე ნადირობა, კონფლიქტების ინსპირირებაა. დისკრიმინაცია უმეტესად კანის ფერის ან მათი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის გამო ხდება. რა გითხრათ, ეს ყოვლად მიუღებელია“ - ამბობს ბატონი გეორგოსი.

 

ბერძენთა ერთი ნაწილი იმიგრანტებს ქვეყანაში მზარდ დამნაშავეობაში და ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებაში დებს ბრალს. ათენის ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტებს მოყვარულების მიერ გადაღებული მემარჯვენეთა სისასტიკის დამადასტურებელი ვიდეოფირები აქვთ. ადგილობრივი მოსახლეობა კი იმ კადრებს აქვეყნებს, რომლებშიც იმიგრანტების მიერ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ბერძნებზე თავდასხმაა ასახული.

მაისის არჩევნებზე ულტრა მემარჯვენე პარტიამ სახელწოდებით „ოქროს განთიადი“ ხმების 17 პროცენტი მოიპოვა. მის საპროგრამო დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ საბერძნეთ-თურქეთის საზღვრები უნდა დაიმინოს, რათა ქვეყანაში მეტი იმიგრანტი აღარ შემოვიდეს.

თავად იმიგრანტები აცხადებენ, რომ ისინი სრულიად გამოუვალ სიტუაციაში არიან. საბერძნეთის მთავრობა მათ დასაქმების უფლებას არ აძლევს, ევროკავშირი კი სხვა ქვეყნებში გადაადგილებას უკრძალავს. ასე რომ დევნილებს საკუთარი ოჯახების რჩენის შანსი არ რჩებათ. სტუდენტებს ისინი ებრალებათ და ამბობენ, რომ მათ ელემენტარული არსებობის უფლება უნდა გააჩნდეთ, როგორც საბერძნეთში, ასევე სხვა ქვეყნებშიც.

საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი და პოლიტიკური მღელვარება გრძელდება. ქვეყნის მომავალი, ისევე როგორც იმ ათობით ათასი იმიგრანტის, რომელიც მას თავს აფარებს, ისევ გაურკვეველი რჩება.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების დალაგება
კომენტარები
     
მიერ (by): ნიკოლას
11.06.2012 00:08
ოქროს გავთიადმა 7% მოიპოვა*, ხალხის ბედი კი დამოკიდებულია ივნისის არჩევნებზე... ეგ დაჯგუფებები კიდე ეთნიკისტური ტიპის არიან და საჭიროა თითოეული ქვეყნისგან თავისი ხალხის უფლებების დაცვის პოლიტიკა საელჩოებიდან..

The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013

ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013 გადაცემაში ნახავთ: -სტუმარი: მაიკლ ჩეჩირე, ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტიდან, რომელიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს -გამანადგურებელი ტორნადო ამერიკაში და სტიქიის შედეგები -"ფლამენკოს" ხელოვნება ლოს ანჯელესში -ნიუ იორკში ფრანგი მხატვარი ახალ აწყობს


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.