პარასკევი, 28 აგვისტო, 2015

საბერძნეთი რეფორმებისთვის მეტ დროს ითხოვს

ბერძენი ლიდერი ბერლინში გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ხვდება

x
საბერძნეთის პრემიერ მინისტრი ანტონის სამარასი, სავარაუდოდ, მეტ დროს მოითხოვს კრიტიკული მნიშვნელობის რეფორმების და საბიუჯეტო შეკვეცების გასატარებლად, რათა რეცესიაში მყოფი ქვეყანა ევროზონის შემადგენლობაში დარჩეს.

დღეს, ბერძენი ლიდერი ბერლინში გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ხვდება. 
გერმანულ პრესას სამარასმა უკვე განუცხადა, რომ ათენი დამატებით ფინანსურ დახმარებას არ ითხოვს კრედიტორებისგან, არამედ მეტი დროის მიღება სურს სავალდებულო რეფორმების გასატარებლად და ეკონომიკის გასავითარებლად.

ამ ფონზე, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შუბლემ გერმანულ რადიოს განუცხადა, რომ საბერძნეთისთვის მეტი დროის მინიჭება მეტ ფულად დახმარებასთან იქნება დაკავშირებული. 

ანტონის სამარასი ხვალ პარიზში ჩავა და პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდება.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.