ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუსკომედიის თეატრის პრემიერა ნიუ იორკის თეატრალურ ფესტივალზე


ნიუ იორკის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე პირველად მონაწილეობს ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის თეატრი. რიუნოსკე აკუტაგავა სპექტაკლი "ცხოვრება იდიოტისა" რეჟისორმა დათო დოიაშვილმა დადგა.

ნიუ იორკის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე პირველად მონაწილეობს ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის თეატრი. რიუნოსკე აკუტაგავა სპექტაკლი "ცხოვრება იდიოტისა", რომლის რეჟისორი დავით დოიაშვილია, სულ რაღაც ათ დღეში მომზადდა. პრემიერა "დევენპორტის თეატრში" გაიმართა.

რიუნოსკე აკუტაგავა - ტრაგიკული გენია რეჟისორ დავით დოიაშვილის უკვდავი მუზაა. დრამა სცენაზე, "ცხოვრება იდიოტისა", აკუტაგავას სხვადასხვა მოთხრობების მიხედვით რეჟისორმა პირველად 2011 წელს, ხორვატიის ნაციონალურ თეატრში დადგა და ორ მოქმედებიანი იყო.

ნიუ იორკის საერთაშორისო თეატრის ფესტივალს თავისი სტანდარტები და მოთხოვნები აქვს. დავით დოიაშვილმა ერთ მოქმედებიანი "ცხოვრება იდიოტისა" 10 დღეში მოამზადა. დევენპორტის თეატრში დასმა სამი წარმოდგენა გამართა.

“ძალიან ბევრი დასი მონაწილეობს, ცოტა დროა. ამ ცოტა დროში უნდა მოასწრო მაქსიმალური. ეს არის ფესტივალი, სადაც გამორიცხულია სპეც-ეფექტები, სცენა უნდა იყოს მარტივი და უნდა იყვნენ ძალიან კარგი არტისტები. ძირითადი აქცენტი კეთდება ამაზე,” ამბობს დოიაშვილი.

ძალიან ბევრი დასი მონაწილეობს, ცოტა დროა. ამ ცოტა დროში უნდა მოასწრო მაქსიმალური. ეს არის ფესტივალი, სადაც გამორიცხულია სპეც-ეფექტები, სცენა უნდა იყოს მარტივი და უნდა იყვნენ ძალიან კარგი არტისტები. ძირითადი აქცენტი კეთდება ამაზე
დავით დოიაშვილი

ნიუ იორკის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი რიუნოსკე აკუტაგავას გარდაცვალების თარიღს ემთხვევა. 35 წლის ასაკში მწერალმა, 1927 წლის 24 ივლისს ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ როლს გიორგი ბახუტაშვილი თამაშობს, რომლისთვისაც, როგორც მსახიობისთვის, აკუტაგავა ძალიან საინტერესო მწერალია.

“მართლა გენიალური ავტორია აკუტაგავა და ნაწარმოებთან შეხება საოცრებაა. პიესა არ არსებობდა, ეს დოიმ გააკეთა ადრეც და ახლაც და ასე 5-კაციანი ჯგუფი შევიკარით რომ წამოგვეღო ნიუ იორკში,” გვითხრა ბახუტაშვილმა.

მუსკომედიის დასი თბილისიდან ნიუ იორკში პრემიერის წინა დღეს ჩამოვიდა და ადაპტაციისთვის დრო საერთოდ არ ჰქონდათ.

“არ ვიცი ეს აკლიმატიზაციის ბრალია თუ რა. ცოტა ხმა დამჯდარი მაქვს, მაგრამ მაინც დღეს ჩვენ რაც შეგვეძლო ის გავაკეთეთ. არაუშავს, ჩვენ ამ რეჟიმში გვიმუშავია,” ამბობს დასის კიდევ ერთი წევრი - არჩილ სოლოღაშვილი.

ფესტივალით კმაყოფილია და გამოხმაურებას ელოდება მსახიობი იმედა არაბული.

აკუტაგავა ნიუ იორკის სცენაზე ქართულ ენაზე წარადგინეს.

ამერიკელი დერილ ფეროლი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს რომ დიდებული დადგმა იყო. საერთოდ ეგონა რომ სპექტაკლი იაპონურ ენაზე მიდიოდა.

“დოი არის ჩემი საყვარელი რეჟისორი და ვთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. ყველაზე თანამედროვე აზროვნების და ვფიქრობ ყოველთვის საინტერესოდ გადმოცემს ხოლმე ემოციას და ყველაფერს რაც აქვს ჩაფიქრებული,” ამბობს დათუნა სულიკაშვილი.

წარმოდგენები 25 ივლისს დასრულდება და მუსკომედიის დასი თბილისში 28 ივლისს მიემგზავრება.

XS
SM
MD
LG